მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი,  იმისთვის რომ საქართველო  მაღალ ტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გავხადოთ

მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, იმისთვის რომ საქართველო მაღალ ტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გავხადოთ

access_time2019-05-23 12:20:24

ღრმად მწამს, ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციების მიმართულებით ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამოცხადებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.



ახალი პროგრამა საქართველოში სტარტაპების უფრო მეტად წახალისებას ისახავს მიზნად.



პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს სტარტაპებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება.



„სტარტაპებთან დაკავშირებით კანონზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მას შემდეგ, რაც განათლების რეფორმა დამტკიცდება საქართველოს პარლამენტში, ჩვენ მეორე დღესვე შევიტანთ სტარტაპების შესახებ კანონს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ამ კუთხით არსებული სამართლებრივი სივრცე შევავსოთ. მეორე საკითხი, ეს არის წვდომა ფინანსებზე. ძალიან საინტერესო ინიციატივები მუშავდება ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით. განსაკუთრებული სურვილი მაქვს, სტარტაპერები აქტიურად იყვნენ ჩართული ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში, რადგან ეს არის პროდუქტი, რომელსაც მასშტაბირების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საქართველოს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს შანსი, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს.



კიდევ ერთი კანონი, რომელიც პარლამენტში განხილვის პროცესშია, საქართველოში საერთაშორისო კომპანიების არსებობას ეხება. მთავრობის მეთაურმა სტარტაპერებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის საფუძველზე უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც საქართველოში რეგიონულ ოფისს გახსნის.



„ჩვენ გვჭირდება გიგანტი კომპანიები, დიდი სახელები საქართველოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენ მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები, კონტრაქტები და გახდეთ დიდი ეკოსისტემის ნაწილი. უნიკალური საგადასახადო შეღავათები გვაქვს ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში დააარსებს მთავარ ოფისს, მას აქ ექნება კვლევებისა და განვითარების განყოფილება, შესაბამისად საშუალებას მისცემს ქართულ სტარტაპერებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ გლობალურ ეკონომიკაში. ივნისში მე მაქვს „როუდშოუ რამდენიმე მსხვილ ამერიკულ ქალაქში და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე რამდენიმე, მინიმუმ ორი საერთაშორისო დონის მსხვილი აქსელერატორი აუცილებლად გვეყოლება საქართველოში. ეს საშუალებას მოგვცემს, დღეს არსებული ხარვეზები ბოლომდე შევავსოთ, - აღნიშნა პრემიერმა.



მამუკა ბახტაძემ ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს ახალ კანონპროექტს საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელშიც ე.წ ვენჩურული ფონდების მიმართულებასაც მოიცავს და გაზრდის სტარტაპერების წვდომას ე.წ ვენჩურულ კაპიტალზე.



მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული იდეა წარმატებული, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გარანტი გახდება.



ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, ტექნოპარკში გამოცხადდა.



პროგრამა ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც საკუთარი ინოვაციის განვითარებისა და მსოფლიო დონეზე წარდგენის პოტენციალი აქვთ, ხელს შეუწყობს, ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე განახორციელონ.



თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ექსპერტები და სტარტაპერები დაესწრნენ.







თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება - „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს

შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება -   „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს
access_time2020-06-05 10:50:09
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნესსაც მოუწევს.   „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია სწრაფი კვების ობიექტებზე, დაწესებული რეგულაციებით შემცირებული დინამიკის...


მსგავსი სიახლეები

up