მამუკა ბახტაძე -  ჩვენ ბაკურიანში ახალ სიცოცხლეს  შემოვიტანთ

მამუკა ბახტაძე - ჩვენ ბაკურიანში ახალ სიცოცხლეს შემოვიტანთ

access_time2019-08-14 14:20:03

ეს ინვესტიციები და მსგავსი საერთაშორისო ტურნირები ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია - საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის თქმით, მთავრობამ აიღო ვალდებულება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას განავითარებს.



„დღეს უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს მოეწერა ხელი. მე მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი წარმატება. ჩვენ 2023 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის უდიდესი აღიარება, დიდი ნდობა და მხარდაჭერ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამასთან ერთად, ეს არის ერთმნიშვნელოვანი აღიარება, რომ ის სტრატეგია, რაც ჩვენ გვაქვს მთის კურორტების განვითარების თვალსაზრისით, არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. დღევანდელი კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ, ამ ინდუსტრიაში წამყვანი კომპანია „დოპელმაიერი ამ ულამაზეს ადგილზე ააშენებს სამ ახალ საბაგიროს. რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროექტი, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი განაცხადი და საქართველოს აქვს ამბიცია, რომ უმასპინძლოს 2025 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში.



„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რაც კი ტარდება. აქედან გამომდინარე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება, შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა და უკვე შემდეგ საქართველომ უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში, როდესაც დასრულდება აღნიშნული პროექტი, ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს. ჩვენ სამწუხაროდ, გვაკლია მსგავსი ინფრასტრუქტურა, რაც გარკვეულწილად, იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვმასპინძლობთ იმ რაოდენობის ტურისტებს ზამთრის პერიოდში, რომელსაც თეორიულად შეიძლება ვუმასპინძლოთ. ეს ამავე დროს, წაახალისებს ინვესტიციებს, როგორც ბორჯომში, ასევე ბაკურიანში. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ ამავე დროს, მოვიპოვებთ მასპინძლობის სტატუსს და 2025 წელს ბორჯომი და ბაკურიანი უმასპინძლებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადასაც, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.










მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up