მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა

მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა

access_time2019-08-12 12:40:01


ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ დიდგორში, თემის კომენტირებისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ით გაიზარდა.



“დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.







„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს
access_time2019-11-12 16:00:01
„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე. მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება...

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“
access_time2019-11-12 15:00:28
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა. „რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა...

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ
access_time2019-11-12 12:45:38
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი;...

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
access_time2019-11-12 17:00:50
თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად დედაქალაქის მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით გაზაფხულიდან დაიწყებს. მერიას გენერალური გეგმისთვის კვლევა უკვე დაკვეთილი...

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება
access_time2019-11-12 13:00:35
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.როგორც მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. “ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ...


მსგავსი სიახლეები

up