მამუკა ბახტაძე - ჩემთვის ჩვენი დიასპორა ქართული სულის, თვითმყოფადობის,  წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველია

მამუკა ბახტაძე - ჩემთვის ჩვენი დიასპორა ქართული სულის, თვითმყოფადობის, წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველია

access_time2019-05-27 14:50:42

ჩემთვის ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი, - პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დიასპორის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას და დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.



„ნებისმიერი ქართველისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე ძვირფასია. ეს არის დღე, რისთვისაც ყველგან იბრძოდნენ თაობები,საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში დიასპორას აქვს განსაკუთრებული ძალა. ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ძალიანმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისმიმართ. ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და სიმდიდრე, ვიდრე ადამიანური კაპიტალია, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზის გამოაღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, ამ ადამიანურიკაპიტალის ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურმა ეროვნული იდეის - განათლების შესახებ ისაუბრა და დიასპორის წარმომადგენლებს მასში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.



„ადამიანური კაპიტალი საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, ჰქონდეს იმის საშუალება, მოახდინოს თავისი ნიჭის რეალიზაცია სწორედ სამშობლოში. მინდა, ასევე გამოვეხმაურო წერილებს, რომელიც ხშირად მომდის და გულწრფელად გითხრათ, რომ თითოეული ქართველი, თითოეული მშობელი, რომელიცცხოვრობს საზღვარგარეთ, ცდილობს თავისი შვილი აღზარდოს ქართული ტრადიციებით, მისცეს მას ინფორმაცია ჩვენი ფასეულობების შესახებ,შეასწავლოს ქართული ენა, პირადად ჩემთვის ჩვენი თანამედროვეობის გმირია და მსურს, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, როგორი რთულია,თანამედროვე ეპოქაში ეს ყველაფერი გადასცე შენს შვილს, როდესაც ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით, - მიმართა პრემიერმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.



მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს მშენებლობისა და გაძლიერების პროცესში დიასპორის წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.



„პირველი არის „მომავლის ბანაკი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან კარგი ფორმატია, რათა ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვდნენ და თავიანთიგამოცდილება გაუზიარონ. დავიწყეთ პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ელჩებს შეეხება. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა გვყავსსაზღვარგარეთ და, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც და სურვილიც არის, რომ ისინი მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და გაძლიერებისპროცესში. მინდა ისიც გითხრათ, რომ არ ვარ კმაყოფილი დღეს არსებული პროგრამების რაოდენობითა და შინაარსით. აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილია,როდესაც ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად ახალ დონეზეა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს დამოუკიდებლობის დღედა დიასპორის დღე მიულოცა.



დიასპორის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.



ფორუმის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.






ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“

ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“
access_time2020-04-08 15:00:14
COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად, ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარადგინა, რომელიც ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის, და არა ვაუჩერების გადაცემით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, დაფარავენ კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ საკვებს, მედიკამენტებს თუ სხვა პროდუქტებს....

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა
access_time2020-04-08 15:00:32
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. მთავრობის №222 დადგენილების თანახმად , ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას...

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე  ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს
access_time2020-04-08 13:00:51
ლაშა პაპაშვილი იმ  მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია „რედიქს ჯგუფი“ ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, მათ შორისააა, თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომლის გახსნის თარიღმაც ორჯერ გადაიწია. „ჭავჭავაძეზე უნდა გაგვეხსნა Hilton-ი,მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შევაჩერეთ და კონსერვაციის გეგმაზე ვმუშაობთ. პირველივე დღეებში მოგვიწია „კლუბი 71“-ის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-08 12:30:14
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1656-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1813-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.
access_time2020-04-08 10:30:05
“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   “ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...


მსგავსი სიახლეები

up