მამუკა ბახტაძე ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობაზე - არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ

მამუკა ბახტაძე ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობაზე - არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ

access_time2019-05-17 14:00:39

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახატძემ ჟურნალისტების კითხვას, ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა  წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ხომ არ ისახავს მიზნად.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ადგილის შერჩევა აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაავალა.

 


„ჩვენ ბათუმელებს  ერთი თვის წინ შევპირდით, რომ პროექტს დავიწყებდით. მე დავალება მივეცი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში მოეძებნათ ადგილი, ის სივრცე, სადაც ამ პროექტის განვითარებას შევძლებდით. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი?! მაშინ რატომ მისვამთ ამ შეკითხვას?! ერთი თვის წინ არჩევნები იყო? არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია და პრიორიტეტი, ეროვნული იდეა განათლების სახით. ამ იდეის რეალიზაციას ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოფთ, მიუხედავად იმისა, ტარდება თუ არა არჩევნები. რაც შეეხება პროექტის განხორციელების ბიუჯეტს, ძირითადად ეს იქნება ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები. მოგეხსენებათ, ჩვენ განათლების სამინისტროს ვუზრდით ბიუჯეტს; წელს ეს არის 1,6 მილიარდი, მომავალ წელს იქნება 2 მილიარდი, 2021 წელს იქნება 2,5 მილიარდი და  2022 წელს მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც არის ბიუჯეტის მეოთხედი, 3,4 მილიარდი ლარი. ეს კანონპროექტი შეტანილია საქართველოს პარლამენტში და იმედია, ძალიან მალე იქნება მიღებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 






„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up