მამუკა ბახტაძე -  მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

მამუკა ბახტაძე - მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

access_time2019-05-23 15:38:53


ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ერთსულოვნად მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტი საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა.


„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არის ძალიან მკაფიო გზავნილები იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება რუსულ ოკუპაციას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის ძალიან მკაფიო გზავნილები ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და დაიწყებს არალეგალურ საქმიანობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ აშშ-თან ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოს.


„ამ დოკუმენტში მათ შორის არის მოწოდებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ხუთწლიანი გეგმა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაში, სადაც ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამავე დროს, არის მნიშვნელოვანი გზავნილები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.






კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up