მამუკა ბახტაძე – „არცერთ წარმატებულ ქვეყანას  საპენსიო ფონდების გარეშე ღირსეული პენსიისთვის არ  მიუღწევია“

მამუკა ბახტაძე – „არცერთ წარმატებულ ქვეყანას საპენსიო ფონდების გარეშე ღირსეული პენსიისთვის არ მიუღწევია“

access_time2019-05-31 13:32:24

„ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსოფლიოში, არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ეკონომიკური კანონზომიერება“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას.


„დღეს უკვე მეორედ ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში. პირველი რაც მსურს გითხრათ, რომ ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე და დიახ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანი.


მე ისევე, როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი, ამ ფორმატს სცემს ძალიან დიდ პატივს და მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას. მე ვფიქრობ, ბოლო თვეების განმავლობაში მინისტრების მოსვლა პარლამენტში, მათი რაოდენობა და პასუხები ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია. როდესაც არის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე კითხვები, მთავრობა ვალდებულია გასცეს ამ კითხვებზე პასუხი. ჩვენ ამას ვაკეთებთ და იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ.


წინა ინტერპელაციის დროს მე აღვნიშნე, რომ ვისურვებდი მეტ შინაარსობრივ შეკითხვას, ნაკლებად მოტივირებულს სხვადასხვა პოლიტიკური პოპულიზმით და დღესაც მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ინტერპელაციაზე როდესაც ვუპასუხებ, 6 შეკითხვაა რეალურად, რომელიც ერთ შეკითხვაშია დასმული იურიდიულად, ორ სხვადასხვა თემაზე. მე ვეთანხმები ამ შემთხვევაში გამომსვლელებს, მაგრამ შემდეგში შევეცადოთ იყოს კონკრეტული თემა, რომ შევძლოთ გავშალოთ, გვქონდეს დისკუსია და საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.


რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს - პირველი სამი შეკითხვა ეხება საპენსიო რეფორმას და აქ პასუხი არის ძალიან ნათელი - ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსოფლიოში, არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ეკონომიკური კანონზომიერება. ასე, რომ აქსიომებზე დავას მე ვფიქრობ, დავას აზრი არ აქვს, ტყუილად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. მე მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო - ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული, ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია და ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული პენსია მომავალში.



უფრო მეტიც, 15 წლის წინ ამ კითხვების ავტორებს რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, ან გამბედაობა ამ რეფორმის დაწყების, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც გვაქვს დღეს და ამავე დროს, ვერ იქნებოდა ისეთი პოპულისტური განცხადებები, რომელიც წინასაარჩევნოდ მოვისმინეთ, რომ ვიღაცეები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, ისე, რომ მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდათ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მინდა ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული.


რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს არჩევანი და ანალიზი - ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, როდესაც ის გავა საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტიდან მე არ ვგულისხმობ საბაზისო პენსიას - მიიღებს დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2300 ლარს. დიახ, ეს არის ღირსეული პენსია და ჩვენ ასე გვესმის ეს საკითხი.


რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ნებაყოფლობითი სისტემის წინააღმდეგი, ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა. უფრო მეტიც, ის კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ის ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც - ეგრეთ წოდებულ მესამე სვეტს.


ახლა, რაც შეეხება იმას, სად მიდის ეს თანხები და როგორ განიკარგება ის - რაც არ უნდა ემოციურად დასვათ შეკითხვა, ფაქტი არის შემდეგი - საინვესტიციო საბჭო შეირჩა და შეირჩა მათ შორის თქვენი მონაწილეობით. მე ყოველთვის ვინარჩუნებ ობიექტურობას და ამას ვამბობ. დიახ, ოპოზიცია იყო წარმოდგენილი და მან იხელმძღვანელა ობიექტური კრიტერიუმებით. ამ საინვესტიციო საბჭოში არიან მაგალითად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, მსოფლიოს გიგანტი, ნომერ პირველი საინვესტიციო ბანკის ჯეიპი მორგანის ვიცე პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ეს არის ის სახელი და გვარები, რომლებიც არიან საინვესტიციო ბორდში წარმოდგენილი. თქვენ თვითონ შეაფასეთ რა თამასაზეა საუბარი. მითუმეტეს მონაწილეობა მიიღეთ ამ ყველაფერში.


კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვისნიშნები არ არსებობს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა ყველა წარმატებულმა ქვეყანამ. ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, დანია, ფინეთი, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ყველა წარმატებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა. შინაარსზე კი ბატონო, ნებისმიერ დროს მზად ვარ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების განთავსება. მაგრამ, თითონ ბორდის დაკომპლექტების პროცესი აჩვენებს ჩვენს სულისკვეთებას“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.







„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up