2019 წლის რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ დაწერა.
„2019 წლის რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. ძლიერი მაკროეკონომიკური და სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ ლიდერია“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.