მამუკა ბახტაძე - 20 წლის წინ საქართველოს  ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე

მამუკა ბახტაძე - 20 წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე

access_time2019-04-10 20:10:21

ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება 20 წლის წინ იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მისი გამოსვლა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველოს წარმატებებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.



„გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც დაგვეხმარა, მოგვეხდინა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია, ინსტიტუტების გაძლიერება, დაახლოება ევროპულ სტანდარტთან. ამავე დროს, ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. მე ვისაუბრე ასევე ჩვენს ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე - რუსულ ოკუპაციაზე. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე რეგიონში და მქონდა დღეს შესაძლებლობა, რომ ეს ტრიბუნა გამომეყენებინა და ევროპელი მეგობრებისთვის მიმეწოდებინა რეალური და ზუსტი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობის, ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, ამავე დროს, იმ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელსაც ვახორციელებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად საქართველოში გატარებული რეფორმების აღიარებას ნიშნავს.

„ჩვენ წლის ბოლოს ვხდებით თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს აღიარება იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. გარდა ამისა, ეს არის აღიარება იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, იქნება ასეთივე წარმატებული და საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. ჩვენ დღეს რა თქმა უნდა, გვსურდა, ჩვენი უნიკალური კულტურის დემონსტრირება კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა და მინდა ანსამბლ „რუსთავის" წევრებს მადლობა გადავუხადო. ამავე დროს, დღეს არის სიმბოლური დღე - 20 წლის წინ საქართველო გახდა ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის წევრი და მე პირადად გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს მოვლენები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.






უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up