მამუკა ახვლედიანი - კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში - მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებაში

მამუკა ახვლედიანი - კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში - მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებაში

access_time2019-01-11 12:24:43

კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში - მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებებში, – ამის შესახებ მოსამართლე მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების, მოსამართლეებისა და იურისტების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


ახვლედიანი აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეჩერდეს. „შევთანხმდით იმაზე, რომ იქნება ყველანაირი ფორმა: საუბრები, შეხვედები პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; იქნება როგორც ერთობლივად შეთანხმებულად, ასევე ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები. სამოქალაქო სექტორი შეეცდება, ძალიან მძლავრად წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა ახვლედიანმა.



ახვლედიანმა მესამე ძალაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის გარეშე „სასამართლო სისტემაში არსებული ჯგუფი ამდენს ვერ გაბედავდა“. „ერთი ჯგუფის და ერთი ადამიანის მიერ დასახელებული სახელი და გვარები არ უნდა გადიოდეს და არ უნდა ხდებოდეს ერთ კვირაში ასეთი რამეების დამტკიცება. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე ამდენს ვერ გაბედავდნენ. მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ ერევა და როგორ ერევა, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ ეს ჯგუფი მარტო არ მოქმედებს“, - დასძინა ახვლედიანმა.


ipn






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up