მამუკა არეშიძე - ჩვენი რესურსით რუკა ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო, სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა

მამუკა არეშიძე - ჩვენი რესურსით რუკა ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო, სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა

access_time2021-10-27 23:00:22

მე მქონდა საშუალება, ამ რუკების ძებნა დამეწყო უკრაინის და ყირგიზეთის არქივებში, მაგრამ ვერ მივაგენი. მე მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობდნენ რუსეთში, მათ შორის ერთ-ერთია ადამიანი, ვინც რუსეთის ჯარის სტრუქტურაში იყო. მასთან მქონდა საუბარი. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რუკა მოეცა, მთავარი იყო, მიეგნო, ვერ მიაგნო. ჩვენი რესურსით ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო. სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

მამუკა არეშიძის თქმით, 1999 წლიდან დაკავებული იყო უსაფრთხოების საკითხებით, რაც რეგიონული პოლიტიკის ზოგიერთ ნიუანსს და მათ შორის საზღვრებს ეხებოდა. „ტენდენცია იმის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმოსვლა გაიზარდა გარეჯში, ჩემთვის 2007 წელს გახდა ნათელი. მიზეზი არ ვიცოდი და მიზეზის ძებნა დავიწყე მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის განმარტებით, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდა, თუმცა ვერც ერთზე პასუხი ვერ მიიღო.

„ვხვდებოდი, რომ გარკვეული პოლიტიკური ინიციატივები იყო აზერბაიჯანის მხრიდან, არსებულ ხელისუფლებასთან კითხვები მქონდა და ვერც ერთზე პასუხი ვერ მივიღე. აი, დაახლოებით ასეთი სურათი იყო. მე მელაშვილის გარდა, კომისიის წევრები სხვა არავინ ვიცოდი. ადამიანები, ვისთანაც მე მქონდა შეხება, კავშირში იყვნენ კომისიის წევრებთან. აქედან გამომდინარე, მე მათთან შეხება მქონდა არაპირდაპირი, ირიბი. მე მიმქონდა ინფორმაცია ასეთ ადამიანებთან. მოდიოდა გაუგებარი ინფორმაცია, ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, ვითარება რატომ იცვლებოდა გარეჯის გარშემო ასეთი ფორმით. ამ განწყობის ინფორმაცია მოდიოდა ჩემამდე", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.


რაც შეეხება ივერი მელაშვილთან უშუალო შეხვედრას, როგორც მამუკა არეშიძე იხსენებს, ის და მისი ჯგუფი მაშინ რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე მუშაობდნენ, კერძოდ, მამისონის მონაკვეთზე. „მაშინ შევხვდით მის კაბინეტში, ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და საქმე ის არის, რომ ეს დიდი პოლიტიკის თემა იყო. ჩვენ იქიდან წამოვედით ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე. ასევე, მქონდა შეხება ზოგიერთ სხვა ადამიანთან, რომლებიც ყოფილი კომისიის წევრები იყვნენ, გვარებს ვერ ვიტყვი, თავს შევიკავებ. მრჩებოდა შთაბეჭდილება, კომისია, რომელიც ამდენი წელი მუშაობდა, გარკვეული ბარიერის წინაშე აღმოჩნდა და ეს ბარიერი 2006 წლის შუალედური დასკვნა იყო. ამის მერე მოხდა რაღაცების გააქტიურება. ამასობაში მესაზღვრეები გაჩნდნენ. ამ ინფორმაციებმა, ანალიზმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იქმნებოდა არაჯანსაღი ვითარება, რომ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ან მიღებულია ან უნდა მიიღონ. 2016 წლიდან მეც მოვინდომე ამ საქმეში ჩართვა, რასაც ჰქვია რუკების პოვნა. ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მითხრა, როგორი ტიპის რუკა უნდა ყოფილიყო, გადავამოწმე და გავარკვიე, რომელი რუკა უნდა ყოფილიყო. 1938 წელს გამოშვებული რუკა, რომელსაც აქვს წითელი, ბეჟი, 1:200 000. ეს იყო საბჭოთა პერიოდში გამოშვებული სპეციალიზირებული რუკები.

მე მქონდა საშუალება, ამ რუკების ძებნა დამეწყო უკრაინის და ყირგიზეთის არქივებში, მაგრამ ვერ მივაგენი. მე მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობდნენ რუსეთში, მათ შორის ერთ-ერთია ადამიანი, ვინც რუსეთის ჯარის სტრუქტურაში იყო. მასთან მქონდა საუბარი. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რუკა მოეცა, მთავარი იყო, მიეგნო, ვერ მიაგნო. ჩვენი რესურსით ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო. სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა“, – აღნიშნა ექსპერტმა სასამართლო პროცესზე.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა. ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ამასთან, პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

Ipn.ge 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up