მამა პეტრე - “ამდენი მშიერი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი საქართველოში არ ყოფილა“

მამა პეტრე - “ამდენი მშიერი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი საქართველოში არ ყოფილა“

access_time2019-09-18 19:00:41


“მოსახლეობის უმრავლესობა სულს ღაფავს და სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ამდენი მშიერი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა,“ — ამბობს “კომერსანტთა“ საუბარში  მამა პეტრე კვარაცხელია. 


მამა პერტე სრულად იზიარებს  NDI -ის კვლევის შედეგებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებაა. 



 „სოციალური ფონი, რაც დრო გადის, დღითიდღე მძიმდება. ეს შეიძლება მოსახლეობის თითქმის ყველა ფენას არ ეხობოდეს, მაგრამ, იმდენად დიდია დისბალანსი, ამის არ შემჩნევაც, ალბათ, არასწორი იქნებოდა. მძიმე სოციალური მდგომარეობა  განსაკუთრებით ღიად ჩანს რეგიონებში, სადაც ოჯახის ყველა წევრი ხშირად უმუშევარია. წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, როცა ხშირად პურიც კი არ აქვთ საჭმელად.  ეკონომიკურ სიდუხჭირეს თან ერთვის მორალური სიმძიმეები, სულიერი პრობლემები, რამაც შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ნახეთ როგორ არის გაზრდილი სუიციდის შემთხვევები. ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ვრცელდება განცხადებები, რომ ადამიანები ლუკა-პურს ითხოვენ, თავშესაფარს ითხოვენ. ეს ბუნებრივია, ძალიან მძიმეა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში კონკრეტული ადამიანები ძალიან მდიდრდებიან და მათი შემოსავალი ყოველდღიურად კოლოსალურად იზრდება.“

 


 მამა პეტრეს თქმით, მოსახლეობას შორის დისბალანსი იმდენად გაიზარდა, რომ ყრუ კედელი აღიმართა მშიერსა და მაძღარს შორის.


„არ მგონია, რაიმე შეიცვალოს სასიკეთოდ, ქვეყნის მდგოამრეობა და კეთილდღეობა პრაქტიკულად ნულს ქვემოთ არის. მრევლში ხშირად მსმენია, რომ არ გააჩნიათ ელემენტარული გადაადგილების ფინანსური საშუალება, თუნდაც ტაძარში რომ მოვიდნენ. ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და შეიძლება გამოსავალიც არსებობდეს მაგრამ, ამ გამოსავლის ძებნაში არც ერთი მხარე არ არის ჩართული. შეუძლებელია შენ, რომელსაც არაფერი გაკლია, თავს მშვიდად გრძნობდე, როდესაც შენ გვერდით უამრავი ადამიანი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ყველაფერი არასასურველ შედეგს გამოიღებს მათთვისაც, ვინც ე.წ. განცხრომაში ცხოვრობს. სახარებისეული შეგონება მახსენდება — “აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში“. უნდა ყველას ახსოვდეს, რომ იმ ქვეყანაზე არაფერი გაგვყვება, ყველაფერი რჩება აქ. აქედან გამომდინარე, ეს დაფიქრებად ღირს.“

 

მამა პეტრე იზიარებს  იმ მოსახლეობის პოზიციას, რომელიც ფიქრობს, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს. 


„დღეს, როდესაც ქვეყნის წინსვლას და წარმატებას ვზეიმობთ, მე პირადად ვთვლი, რომ 90-იან წლებში დავბრუნდით. პასუხიმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება.  ძალიან ბევრმა ოჯახმა სასწავლო პროცესის პირველ დღეს ბავშები სკოლაში ვერ გაუშვა, იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ტანსაცმელი, არ ჰქონდათ ჩანთა. სამწუხაროდ, ასეთი ძალიან ბევრი ოჯახია. ამას აღიარება უნდა, რატომ ხდება ასე იმის ფონზე,  როდესაც ხელისუფლებაში შეიძლება იყოს უმდიდრესი ადამიანი. არავის არავისი  შურს. უბრალოდ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს შევეხიდოთ, სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ და ცხოვრება გავულამაზოთ,  თუნდაც მომავალ თაობას, რადგან მოზარდი, რომელიც სწავლა- განათლების გარეშე დარჩება, დაკომპლექსებული იქნება თავის თანატოლებთან. ზოგიერთის შვილი უცხოეთში იღებს განათლებას, ზოგიერთის კი გაჭირვების გამო საჯარო სკოლასაც ვერ ამთავრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლების კისერზეა, რადგან ისინი იყვნენ ვალდებულები ქვეყანაში ყველაფერი ძირეულად შეეცვალათ. მაგრამ, სამწუხაროდ, შეიცვალა პირიქით, ანუ ისევ უკან ვბრუნდებით 90-იან წლებში. ეკლესიას რისი საშუალებაც გააჩნია ყოველთვის მხარში უდგას უპოვარ ადამიანებს და ამის კლასიკური ნიმუში არის ჩვენი უწმინდესი, რომელიც ყოველთვის დგას გაჭირვებული ადამიანის გვერდით და ყოველთვის ცდილობს მხარში დაუდგეს და ანუგეშოს ისინი. საპატრიარქოს ეპისტოლეშიც ხშირად გაისმის მინიშნებები ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე — მთავარია, გამგებმა გაიგოს“,  ამბობს მამა პეტრე კვარაცხელია.



კომერსანტი





„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up