მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

access_time2022-05-21 16:00:38

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ განუცხადა.

როგორც ჭყონია აღნიშნავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მალფუჭებადი პროდუქტის გამტანმა მძღოლებმა, რომლებსაც სურთ პრიორიტეტული ტვირთის კატეგორიაში მოხვედრა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ტვირთის დეკლარაციის ნომერი უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც ისინი გზის გაგრძელებას შეუფერხებლად შეძლებენ.

„ისედაც გართულებულია სიტუაცია, რადგან გარკვეულწილად ჩვენ ვართ ერთ-ერთი სატრანზიტო დერეფანი იმ ომიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ აწარმოებს. ტვირთების რაოდენობა საკმაოდ არის მოჭარბებული და ამისთვის მომზადებული არავინ იყო. გამტარიანობა რომ უნდა ყოფილიყო დაახლოებით, 500-600 მანქანა დღეში, დაახლოებით, 3000 მანქანაა გაჩერებული. ზოგადად, ეს რთული ვითარებაა და არა მხოლოდ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სხვა პუნქტებზეც ანალოგიური მდგომარეობაა. მიზეზი, თუ რატომ ვერ ვახერხებთ დროულად ტვირთის გადატანას ლარსის საბაჟო პუნქტიდან მეორე მხარეს, ეს არის რუსეთის საბაჟო, რომელიც საკმაოდ ნელა მუშაობს. ჩვენი მხრიდან თუ 600 მანქანა გადადის დღეში, მეორე მხარე დაახლოებით, 300-ის გატარებას ახერხებს. ეს ტრაფიკი ქმნიდა პრობლემას. ამასთან, ჩვენი პრობლემა კიდევ უფრო განსხვავებული იყო, რადგან მალფუჭებადი პროდუქტი - მწვანილი, კარტოფილი, პომიდორი, სალათის ფურცლები და ა.შ. იყო გაჩერებული. ამის გამო, მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ოთარ შამუგიას, რომლისგანაც მყისიერი რეაგირება იყო. მეორე დღევე შედგა თათბირი თენგიზ კალანდაძის ხელმძღვანელობით, რომელშიც მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე და საბაჟოს წარმომადგენლები.

მიღებული გადაწყვეტილებით, ის ავტომობილები, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტით იყვნენ დატვირთული, პრიორიტეტულ, გამწვანებულ ჯგუფში მოხვდა, დროულად მიიყვანეს ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან და იქიდან მოხდება მათი გადაყვანა დანიშნულების წერტილამდე შეუფერხებლად. საუბარია, დღის განმავლობაში, დაახლოებით 30-დან 50-მდე სატვირთო ავტომობილზე. თუმცა, ეს პირველი ეტაპია - სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების 20%, რომელიც უახლოეს პერიოდში, ორ კვირაში, ერთ თვეში დაიწყება, რადგან მოდის ხილის სეზონი და ტემპერატურულ რეჟიმზეც კი ის გარკვეული პერიოდი ძლებს და შემდეგ გაფუჭებას იწყებს. ამით კი პრობლემა შეექმნებოდათ როგორც ექსპორტიორ კომპანიებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და დროული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმ ფერმერებს, რომლებიც ინფორმირებულები არ არიან შეუძლიათ მომართონ ჩვენს ასოციაციას, ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად; წარმოუდგინონ საპატრულო პოლიციას ტვირთის დეკლარაცია და მოხვდნენ პრიორიტეტულ ჯგუფში“, - განაცხადა ჭყონიამ.


როგორც ჭყონია ამბობს, გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ მიიღო, ყველა გამშვებ პუნქტზე იმოქმედებს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, სამჯერ ნაკლები რაოდენობის ტვირთია გაჩერებული წითელ ხიდზე. ამასთან, ამ მიმართულებით მალფუჭებადი ტვირთი ნაკლებად გადის, ვიდრე ლარსის მიმართულებით.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up