„მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაიზრდება, რაც სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებასაც გამოიწვევს“

„მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაიზრდება, რაც სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებასაც გამოიწვევს“

access_time2021-03-10 18:00:15

გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, ფასმა ერთ ბარელზე 80 დოლარს მიაღწიოს. ცხადია, ასეთი ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც გავლენას მოახდენს. თუკი ამ ნიშნულს მიაღწევს ფასი, ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს ბენზინი, მინიმუმ, 2,90-3 ლარამდე გაუძვირდება. ,,რეგულარის ღირებულებამ, არაბრენდირებულ სადგურებზე კი შესაძლოა, 2.50-ს გადააჭარბოს. ბუნებრივია, ეს სამომხმარებლო ფასებზეც იმოქმედებს, შესაბამისად, გაიზრდება ინფლაცია.


ამ ეტაპზე ლონდონის ბირჟაზე მაისის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელ ბრენტის ტიპის ნავთობზე 70 დოლარის ფარგლებშია. ამერიკული ლაითის მარკის ნავთობის ღირებულება კი 68 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ფასი 2020 წლის იანვრის შემდეგ არ ყოფილა.


ერთადერთი, რამაც შეიძლება სიტუაცია შეცვალოს, ეკონომიკის სფეროს ექსპერტის, დავით ებრალიძის ვარაუდით, შეიძლება ,ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება იყოს მოპოვების გაზრდის შესახებ.


,,გლობალურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში ტენდენცია გაძვირებისკენაა. სავარაუდოდ, ეს ტრენდი შეანრჩუნდება. ერთადერთი გზა რჩება, რომ ოპეკის წევრმა ქვეყნებმა გაზარდონ მოპოვება, თუმცა შიძლება პირიქითაც მოხდეს. ვფიქრობ, მსხვილი მწარმოებლები შეთანხმდებიან, 70-დოლარიან ნიშნულს ისინი შედარებით ზომიერად მიიჩნევენ. თუ მეტად მოიმატა ფასმა, წარმოებასაც გაზრდიან, თუმცა ამაზე ქვევით არ ჩამოვა.


საქართველოში ამას ფასების ზრდა და ინფლაცია შეიძლება მოჰყვეს, ერთადერთი იმით შეიძლება დაბალანსდეს, რომ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია გადახდისუნარიანობის კლების გამო, ამიტომ ინფლაციასთან დაკავშირებით სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ებრალიძემ.


ნავთობის გაძვირების მიზეზებზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ისაუბრა ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ. მისი ვარაუდით, ტენდენცია, მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე კვარტალში შეიძლება ნავთობის ფასი დაბლა ჩამოვიდეს, თუმცა 60-დოლარიან ნიშნულს ვერ ჩამოსცდება.



,,ნავთობი პირველ კვარტალში რომ გაძვირდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში ვსაუბრობდი. რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციას, ვფიქრობ, ფასი ზრდას ჯერჯერობით გააგრძელებს, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში დასტაბილურდება და კლებისკენ აიღებს გეზს, ალბათ 60 დოლარის ფარგლებში იტრიალებს. ჯერჯერობით კი მოსალოდნელია 70-72 დოლარამდე მატება.


ასეთი ვითარება ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეც მოახდენს გავლენას. მაღალი ფასები შენარჩუნდება, მათ შორის, ნავთობპროდუქტებზეც. საწვავის ფასი ყოველთვის ახდენდა გავლენას, ყველა პროდუქტის თვითღირებულებაზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამიტომ ცვლილება საქონლის ფასზეც ადეკვატურად აისახება.


თუკი 80 დოლარს თუ მიაღწევს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება, მაშინ საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი 3 ლარამდეც გაძვირდება, მინიმუმ 2,90 ლარი იქნება, გააჩნია ლარის კურსსაც. ჩვენ ველოდებით, რომ ეროვნული ვალუტა 3,33-ის ფარგლებში იტრიალებს“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.


რაც შეეხება ფასის ზრდის მიზეზს, ანალიტიკოსის თქმით, ეს გამოიწვია მოთხოვნის ზრდამ, რაც შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება, ყველნაირი მიმოსვლა გააქტიურებულია და ამან რეალიზაციის საგრძნობი მატება განაპირობა.


,,ოპეკის წევრ ქვეყნებს ხელს აძლევთ ეს ფასი, მოპოვებაზეც შეთანხმებული არიან, იგი ხელსაყრელია ასევე რუსეთისთვისაც. მათი სურვილია რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება. წლების წინ 100 დოლარზე მეტიც იყო ერთი ბარელის ღირებულება, თუმცა ამ მაჩვენებლამდე ნავთობის გაძვირებას არ ველოდები“, - დასძინა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნიკა კვარაცხელიამ.


ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის გაძვირების გავლენა შეაფასა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამაც. მან არ გამორიცხა, რომ მსოფლიო ბაზრის ტენდენცია საწვავს საქართველოში 3 ლარამდეც გააძვირებს, რაც დიდ პრობლემას შექმნის ყველა მიმართულებით.


,,საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა იწვევს შემდეგ უკვე საწვავის შესასყიდი ფასის მატებას. კომპანიებს თვითღირებულება თუ გაეზრდებათ, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასიც მოიმატებს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში შეიძლება ინფლაციაც გაიზარდოს. დღეს ბაზარზე არის საკმაოდ მძაფრი კონკურენცია, ბევრი ახალშემოსული კომპანიაა, რომელსაც სურს ადგილის დამკვიდრება. ასეთი კომპანიები უმნიშვნელო ფასნამატით ცდილობენ საწვავის რეალიზაციას, მინიმალური მოგების მარჟით მუშაობენ. ეს აბალანსებს ვითარებას, მაგრამ თუკი თვითღირებულება გაიზარდა, აქაც იძულებით გამოიწვევს ფასის ზრდას და შეიძლება 3 ლარსაც მიაღწიოს 1 ლ ბენზინის ღირებულებამ.


არც მომპოვებელი ქვეყანა ვართ, არც გადამუშავებელი ქარხანა გაგვაჩნია და მთლიანად საერთაშორისო ფასზე ვართ დამოკიდებული. თუკი კურსი გამყარდება, საწვავის ფასსაც მეტ-ნაკლებად დააბალანსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებას უნდა ველოდოთ. 100-მდე კომპანიაა ბაზარზე, კონკურენცია არის და კარტელური გარიგებების ნიშნები არ ჩანს. ისედაც მინიმალურად ზრდიან ფასს და არ მგონია, ამ მხრივ შეიქმნას პრობლემა“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ კემულარიამ.


ნავთობის ფასმა მვეთრი გაზრდა თებერვალში დაიწყო, როდესაც ამერიკაში, ტეხასში ძლიერი ყინვების გამო ჭაბურღილების მუშაობა შეაჩერეს. გაძვირებაზე იმოქმედა კორონავირუსის ვაქცინაციის ფონზე გლობალური ეკონომიკის აღდგენის ოპტიმისტურმა განწყობებმაც.


resonancedaily.ge

თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up