მალე ბეზოსის აკადემია გაიხსნება, სადაც ბავშვი მომხმარებელი იქნება

მალე ბეზოსის აკადემია გაიხსნება, სადაც ბავშვი მომხმარებელი იქნება

access_time2020-10-18 21:50:34

ძალიან მალე Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი „ბეზოსის პირველ აკადემიას“ , უფასო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გახსნის ხელმოკლე ბავშვებისთვის.

ბეზოსმა თავის Instagram გვერდზე ერთ-ერთი კლასის ფოტო გააზიარა, და აცხადებს, რომ სკოლა, რომელიც ვაშინგტონში, დე მოინში მდებარეობს, 19 ოქტომბერს გაიხსნება და ის ერთ-ერთი პირველი იქნება საკმაოდ ბევრ უფასო დაწესებულებათაგან, რომლებიც ბავშვებისთვის იხსნება.

„ბეზოსის აკადემია“ პირველი იქნება, რომელშიც მონტესორის მეთოდით იქნება სწავლება და ბავშვი „მომხმარებელი გახდება“. ეს სკოლა ბეზოსის „პირველი დღის აკადემიის ფონდის“ ნაწილია, რომლიც შესახებაც მან 2018 წელს გამოაცხადა.

მონტესორის მეთოდი ბავშვებს დამოუკიდებლობას აჩვევს, ასწავლის, როგორ უნდა დაადგინონ პრიორიტეტები, დაგეგმონ დრო და როგორ უნდა ითხოვონ დახმარება, როდესაც აუცილებელია. ეს უმნიშვნელოვანესი უნარები ამზადებს ბავშვს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს სწავლა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იხსნება და იქ მთელი დღე, მთელი წლის განმავლობაში უფასო იქნება სწავლა მისი მოსწავლეებისთვის.


ბეზოსის აკადემიის Instagram ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, გუნდმა ამ დაწესებულებების პროექტზე მუშაობა გასული წლის დასაწყისში დაიწყო. სხვა პოსტების მიხედვით, მათ აგვისტოში დაიწყეს ფოტოების გამოქვეყნება, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ მოგზაურობს ბეზოსი მონტესორის სკოლებში ქვეყნის მასშტაბით, და როგორ ხვდება ბავშვებს ნეშვილში და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში.

ბეზოსმა განათლების პროექტის შესახებ 2018 წელს გამოაცხადა, და თავისი ორი საქველმოქმედო ინიციატივა წარადგინა: „პირველი დღის ოჯახების ფონდი“ და „პირველი დღის აკადემიების ფონდი“. ორივე ინიციატივას ბეზოსის „პირველი დღის ფონდი“ აფინანსებს, რომელსაც მან თავის დროზე $2 მილიარდი გამოუყო.

„აკადემიების ფონდის“ მისია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ქსელის შექმნა იყო, რომელშიც ბავშვი მომხმარებელი იქნებოდა. ამ დაწესებულებებს უშუალოდ ბეზოსის ფონდი უხელმძღვანელებს, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სწავლის, გამოგონებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს, ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.

სკოლებში პერსონალი ამ წლის დასაწყისში რამდენიმე პოზიციაზე უკვე აიყვანეს, მათ შორის, მონტესორის მეთოდის სპეციალისტები და სკოლის დირექტორი, იტყობინება GeekWire. აკადემიის ფონდს ამ ეტაპზე მაიკ ჯორჯი ხელმძღვანელობს, Amazon-ის Echo და Alexa-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up