ბენზინი დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება

ბენზინი დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება

access_time2022-01-24 10:00:21

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის გაძვირებას ელიან. დაახლოებით 10 დღეში ფასები დაკორექტირდება და ბენზინი  დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.



მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი  შედარებით პასიურია, რაც ფასის სტაბილურობის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მომავალ პერიოდში, დაახლოებით 10 დღეში, ან უფრო ადრე, როცა ახალი პარტიები შემოვა, ფასები დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით.



„ადგილობრივ ბაზარზე ვითარება ჯერჯერობით სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასები მატულობს როგორც ნავთობზე, ასევე პლატსის მიხედვითაც, მიმდინარე ეტაპზე ფასი არ შეცვლილა და სტაბილურობას ინარჩუნებს. მეტიც, 2021 წლის ბოლოს საწვავი საშუალოდ 10 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება უახლოესი დროის პერსპექტივას, ვითარება რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასები იზრდება. მიმდინარე ეტაპზე ის არის 2014 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. მათ შორის პლატსის მიხედვით, 1 ტონა ბენზინის ღირებულება 830 დოლარია, ასევე უფრო მეტად და დიდი მოცულობით გაზრდილია დიზელის ფასიც. აქედან გამომდინარე, წინაასახალწლო პერიოდი არააქტიურია მომხმარებლის მხრივ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარეც, იმპორტი მაღალი ინტენსივობით ვერ ხორციელდება და ამ გარემოებებმა მეტნაკლებად აქტიური გარემო შექმნა. მომავალ პერიოდში აქტიურად განახორციელებენ კომპანიები იმპორტს და საწვავი, მათ შორის, ბენზინი, გაძვირდება დაახლოებით 5 თეთრის ფარგლებში, ცვლილებას 10 დღეში ან უფრო ადრეც არ გამოვრიცხავთ“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“.




ცნობისთის,  2022 წლის 20 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent მარკის ნავთობის ფასმა  88.38 (- 0.06)  დოლარი/ბარელზე შეადგინა.



ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.90 (-  0,06)  დოლარი/ბარელზე.



ამ დროისთვის ბენზინგასამართ სადგურებზე 1ლ. ,,რეგულარი“ 3.04 ლარად იყიდება, ,,პრემიუმის“ ფასი 3.18 ლარია, ხოლო დიზელის ღირებულება 2.94 ლარს შეადგენს.



მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up