მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირის მქონე რუსი გენერალი სავარაუდოდ, ყოფილი ცხინვალელი „მინისტრია“

მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირის მქონე რუსი გენერალი სავარაუდოდ, ყოფილი ცხინვალელი „მინისტრია“

access_time2018-05-25 16:07:11

რუსეთიდან უკრაინის აღმოსავლეთში სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის „ბუკის" ტრანსპორტირებასთან კავშირი აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამსახურის გენერალს, ოლეგ ივანნიკოვს - ეს დასკვნა ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოიტანეს ინტერნეტგამოცემებმა, Bellingcat-მა დაThe Insider-მა. საუბარია „ბუკზე," რომელითაც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მონაცემებით, 2014 წლის ივლისში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგი." Bellingcat-ის და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანნიკოვი, რომლის მოსახმობი ნიშანი იყო „ორიონი," უკრაინაში რუს სამხედროებს ხელმძღვანელობდა.

 

Bellingcat-მა და The Insider-მა მოიპოვეს ჩანაწერი, სადაც მათი ინფორმაციით, 2014 წლის 14 ივლისს, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის მინისტრის" მოადგილე ბუგროვი და „ორიონი" ტელეფონით საუბრობენ უკრაინის არმიის თვითმფრინავების მიერ სეპარატისტების პოზიციების დაბომბვაზე და „ორიონი" ამბობს, რომ რამდენიმე დღეში „ბუკი" ექნებათ და თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. სამ დღეში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების" სამგზავრო „ბოინგი." დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ივე ადამიანი.

 

ამავე გამოძიების მიხედვით, 2004 წელს ივანნიკოვი ანდრეი ლაპტევის სახელით ჩავიდა „სამხრეთ ოსეთში," სადაც ჯერ მუშაობდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოში, ხოლო 2006-2008 წლებში „თავდაცვის მინისტრად“.


 

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მიუთითებენ „ორიონის" უჩვეულოდ მაღალ ხმაზე, რომელიც მამაკაცებს იშვიათად აქვთ. საგამოძიებო მასალებით, ჯერ კიდევ ანდრეი ლაპტევის სახელით, 2012 წელს, ივანნიკოვმა მხარი დაუჭირა დავით სანაკოევს, რომელიც კენჭს იყრიდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად. სანაკოევმა The Insider-ს დაუდასტურა, რომ ლაპტევის ხმა ქალის ხმას ჰგავს. გარდა ამისა, Bellingcat-ის წყარომ, რომელიც 2006-2008 წლებში, სამხრეთ ოსეთში „სამშვიდობო მისიაში" მონაწილეობდა, ივანნიკოვი ფოტოზე ამოიცნო „თავდაცვის მინისტრად" ანდრეი ლაპტევად. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ცხინვალში „მინისტრად" მუშაობისას ივანნიკოვი თავს არიდებდა სიტუაციებს, როცა მისი სახე და ხმა შესაძლოა, მედიასაშუალებებს ჩაეწერათ და მაშინაც კი, როცა ცხინვალში ლაპტევი მედლით დააჯილდოვეს, ცერემონიის ამსახველ ფოტოზე მის გარდა ჩანს ყველა სხვა მონაწილე. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ლაპტევი „სამხრეთ ოსეთში" იმყოფებოდა 2013 წელსაც, თუმცა, უკვე ნამდვილი გვარით, ივანნიკოვით და ავტომანქანით, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის.

 

„რადიო თავისუფლება“

 



„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up