„მაკდონალდსში“ მომხმარებელს შემცირებული მენიუ და ნაკლები თანამშრომელი დახვდება - შეიცვლის თუ არა სწრაფი კვების ობიექტი კონცეფციას

„მაკდონალდსში“ მომხმარებელს შემცირებული მენიუ და ნაკლები თანამშრომელი დახვდება - შეიცვლის თუ არა სწრაფი კვების ობიექტი კონცეფციას

access_time2020-06-04 12:00:42

ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნესსაც მოუწევს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია სწრაფი კვების ობიექტებზე, დაწესებული რეგულაციებით შემცირებული დინამიკის გამო ხომ არ შეიცვლება სწრაფი კვების კონცეფცია. საკითხზე „მაკდონალდს საქართველოს“  მარკეტინგის მენეჯერი ალექსანდრე შენგელია საუბრობს. როგორც ირკვევა, სწრაფი კვების ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდი წარმომადგენელი ბაზარზე საქმიანობის ახალი გეგმა შეიუმუშვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც  „მაკდონალდსში“ მომხმარებელს დახვდება, შემცირებული მენიუ და ნაკლები თანამშრომელია.  მომხმარებლებს და პერსონალს აღარ ექნებათ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი.  „მაკდონალდს საქართველოს“  მარკეტინგის მენეჯერი დეტალურად აღწერს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც სწრაფი კვების ობიექტმა გაატარა.


„ამ პერიოდის მანძილზე „მაკდონალდსის“ გუნდი დაუღალავად მუშაობდა კრიზისის საპასუხო ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაზე. უმოკლეს დროში დავნერგეთ და გავამკაცრეთ ჯანმრთელობისთვის საჭირო უსაფრთხოებისა და სანიტარული ზომები. მაქსიმალურად შევამცირეთ მომსახურებისას ფიზიკური კონტაქტი- მუდმივად შეგვაქვს ცვლილებები ოპერირებაში, რათა უზრუნველვყოთ საყოველთაო უსაფრთხოება.



ყველა თანამშრომელი აღჭურვილია პირბადითა და ხელთათმანებით, რომლებიც იცვლება ყოველ 2 საათში ერთხელ; ყველა ინვენტარს სისტემატიურად უტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით; რესტორნებს კვირაში ერთხელ სრული დეზინფექცია უტარდება; თანამშრომლები ხელებს იბანენ რეგულარულად ანტიბაქტერიული საპნით.


ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომლებს უზომავენ სიცხეს; დრაივზე მოქმედებს უკონტაქტო გადახდის სისტემა; სამზარეულოში თითო ცვლაში მუშაობს ნაკლები თანამშრომელი, რათა შესაძლებელი იყოს რეკომენდირებული დისტანციის დაცვა; ამავე მიზეზით შემცირებულია „მაკდონალდსის“ არსებული მენიუც;


გაწერილია სამოქმედო გეგმა კრიზისთან ბრძოლის მომდევნო ეტაპებისთვისაც. ჩვენი გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს, რათა მომზადებული შეხვდეს რესტორნების გახსნის პერიოდს. დაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ისე - ცვლილებები ოპერირებაში: გაუქმებულია დარბაზში დასაჯდომი ადგილების ნაწილი, რათა მაგიდებს შორის დაცული იყოს დისტანცია; მომხმარებელთათვის ფუნქციონირებს ხელის სადეზინფექციო წერტილები; სალაროსთან დამონტაჟებულია გამყოფი ბარიერები და მომხმარებლებსა და პერსონალს არ ექნებათ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი; რომ არ მოუწიოთ რიგში დგომა, ჩვენი სტუმრები ისარგებლებენ Table service-ით და შეკვეთას მიიღებენ მაგიდასთან; რესტორანი შესაბამისი საინფორმაციო სტიკერებით გასცემს რეკომენდაციებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით და აკონტროლებს დისტანციის დაცვას; ასევე გაკონტროლდება რესტორანში შემოსულთა რაოდენობაც. პირბადის გარეშე შემოსვლა აკრძალულია. სავალდებულოა დეზობარიერის გავლაც. შემოსვლისას კი ყველა სტუმარი გაივლის თერმოსკრინინგს. ყველაფერი ისევ და ისევ ერთი მიზნით - უზრუნველვყოთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება“, - განმარტავს ალექსანდრე შენგელია.


ალექსანდრე შენგელია აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად „მაკდონალდს საქართველო“, როგორც კვების ინდუსტრიის ყველაზე დიდი წარმომადგენელი ბაზარზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. მისი თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, „მაკდონალდს საქართველოს“  რესტორნებმა სტუმრების დარბაზში მიღება 19 მარტს შეწყვიტა და მას შემდეგ მხოლოდ დრაივისა და მიწოდების სერვისს სთავაზობდა მომხმარებლებს. 1-ელ ივნისს გაიხსნა რესტორნის დარბაზები, 8 ივნისს კი იგეგმება დარბაზების გახსნაც. „მაკდონალდს საქართველოს“  მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ „მაკდონალდსი“ ითვალისწინებს, რომ ვირუსს გავლენა აქვს არამარტო ჯანმრთელობის, არამედ საზოგადოების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ამიტომ მისი თქმით კომპანია ცდილობს, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ ხელმისაწვდომი ფასები.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up