მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა “SOS ბავშვთა სოფელს”, ქველმოქმედების მიზნით, $5000 გადასცა

მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა “SOS ბავშვთა სოფელს”, ქველმოქმედების მიზნით, $5000 გადასცა

access_time2021-03-25 13:21:20

25 მარტს მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა  “SOS ბავშვთა სოფელს",  ქველმოქმედების მიზნით, $5000 გადასცა.  HAVI ლოგისტიკი მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიაა და მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას უზრუნველყოფს. HAVI მაკდონალდსის კორპორაციას 45 წელია, ლოგისტიკურ სერვისს უწევს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში,  ხოლო 2020 წლიდან მან მაკდონალდს საქართველოსთანაც დაიწყო თანამშრომლობა.

 

ღონისძიება კახეთის გზატკეცილზე მდებარე მაკდონალდსის ახალ რესტორანში გაიმართა და როგორც “SOS ბავშვთა სოფლის” წარმომადგენელი აცხადებს, შემოწირულობა ბავშვების განათლებასა და სამედიცინო ხარჯებს მოხმარდება.

 

“SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“  უკვე 30 წელია, მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს ეხმარება. პროგრამის ბენეფიციარები არიან 6-დან 18 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც თბილისსა და ქუთაისში მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ.  ასოციაცია მათთვის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. ბავშვებს აღმზრდელები ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ზრდიან. მათ, ასევე, წვდომა აქვთ ყველანაირ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე და თავიანთი სურვილისა და ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სპორტულ და სახელოვნებო წრეზე დადიან.  პროგრამა ჯამში 100-მდე ბავშვს ემსახურება.

 

გარდა ამისა, ასოციაცია თბილისსა და ზუგდიდში ოჯახის გაძლიერების პროგრამას ახორციელებს, ხოლო თბილისსა და ქუთაისში 24/7 დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აქვს.


 

მაკდონალდსისა და HAVI ლოგისტიკისთვის საქველმოქმედო კამპანიები სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ისინი მრავალი წელია, სხვადასხვა საჭიროების მქონე ორგანიზაციებს აქტიურად უჭერენ მხარს.


 

მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 18 რესტორანს მოიცავს.

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up