„მაკდონალდს საქართველო“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრი სადეზინფექციო წესები აამოქმედა

„მაკდონალდს საქართველო“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრი სადეზინფექციო წესები აამოქმედა

access_time2020-03-13 16:08:06

„მაკდონალდს“ საქართველო COVID-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციულ ზომებს იღებს და უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს.იცვლება მაკდონალდსის სისტემაში არსებული პირადი ჰიგიენისა და ხელების დაბანის წესები - რესტორნის თანამშრომლები ხელების დაბანა/დეზინფექციას 30 წუთის ნაცვლად ახლა უკვე ყოველ 15 წუთში ერთხელ ახდენენ. ახალი განაწესის მიხედვით, მაკდონალდისის ისედაც მკაცრ დასუფთავება/დეზინფექციის წესებს, ყოველი მოხმარების შემდეგ რესტორნის ტერიტორიის და შემდეგი ინვენტარის - მაგიდების და სკამების, საბავშვო სკამებისა და ლანგრების დასუფთავება/დეზინფექციას დაემატა მაგიდის სერვის პირამიდების სპეციალური ხსნარებით დასუფთავება და დეზინფექცია.


„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამიტომ ვიღებთ გამკაცრებულ პრევენციულ ზომებს. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობის განვითარებას, მათ შორის ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ დამატებით ქმედით ნაბიჯებს.“- აცხადებენ მაკდონალდსში.



კომპანია საქართველოს მასშტაბით, ყველა რესტორანში ყოველკვირეულად ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. საათში ერთხელ დეზინფექცია უტარდება შესაკვეთ კიოსკებსა და გადახდის ტერმინალებს, სანაგვე ურნის მოძრავ ნაწილის, კარების სახელურებს და ონკანის საკეტებს.


მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის, მაკდონალდსის თითოეულ რესტორანში მუშაობის დაწყებამდე, ყველა თანამშრომელს უკონტროლდება ტემპერატურა.



რაც შეეხება იმ პირებს, რომელიც სტუმრობდნენ ევროპასა და სხვა რისკ ქვეყნებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის დაცვით არ დაიშვებიან სამუშაო ადგილზე, კომპანია უზრუნველყოფს მათ ამ პერიოდის ანაზღაურებით, რათა თანამშრომელმა მოახდინოს თვითიზოლაცია/კარანტინი.


მაკდონალდს საქართველო მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს როგორც როგორც რესტორნებში ასევე მაკდრაივზე.



„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up