„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის  საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

access_time2022-05-20 12:55:39

კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.


McHappy Day-ის კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია  და მათი განათლების ხელშეწყობაა.  


კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდსი“ ორგანიზაცია  „პირველ ნაბიჯს“ დაეხმარება. კერძოდ, „მაკდონალდს საქართველო“ უზრუნველყოფს დიღომში, გლდანსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.


ამასთან აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.


რაც შეეხება დიღმის და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.


 

 „პირველი ნაბიჯი“ ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად. ჯამურად ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.



საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში გაიყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების  განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

 


 

McHappyDay-ის  წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია „მასტერქარდი“, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.


გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან ლოიალურობის პროგრამის საშუალებით 1000 ქულის სანაცვლოდ მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.


„მაკდონალდსისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა. „მაკდონალდს საქართველო“ რამდენიმე წელია უკვე მართავს McHappyDay-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ათეულობით ბავშვს დავეხმარეთ. წელს, ტრადიციულად,  გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას აღმოვუჩნოთ დახმარება და ჩვენი კამპანიით გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს.  ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშნელოვნად გააუმჯობესებს „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების არსებულ ყოფას და გაუფერადებს მათ ცხოვრებას“, - აღნიშნავს ალექსანდრე შენგელია, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მოხმარებელთა აქტიური ჩართულობით.


McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.


წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია - გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება და 30 ივნისს დასრულდება.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up