ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანია Majorel-ი საქართველოში გაფართოებას გეგმავს.კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის დირექტორმა მატიას მიულერმა და ადგილობრივი წარმომადგენლობის დირექტორმა ალექსანდრე მირონენკომ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.
Majorel ქართულ ბაზარზე, 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა, 2019 წელს Bertelsmann- ისა და Saham- ის გაერთიანებით წარმოიქმნა ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 50,000-ს აღემატება.
საქართველოში 1 100 ადამიანია დასაქმებული.დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია (მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები).
ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, გერმანულ-ინგლისური, ასევე თურქულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.
gbc.ge