რატომ არის „მაისტერბრაუს მარანი“ ტურისტებსთვის განსაკუთრებული?

რატომ არის „მაისტერბრაუს მარანი“ ტურისტებსთვის განსაკუთრებული?

access_time2019-05-19 12:00:02

ლუდისგან დამზადებული ვისკი, ხილის ბრენდი, ბოთლში დადუღებული ლუდი და სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელი — ამ ყველაფერს “მაისტერბრაუს მარანი“ უკვე 4 წელია ქართველ და უცხოელ ტურისტებს სთავაზობს. 




„მაისტერბრაუს მარანის“ იდეა არის ტურისტებს ადგილზე ვაჩვენოთ ქართული ტრადიციები და გავაცნოთ საქართველოს კულტურა და ისტორია. მარანშივე დავაგემოვნებინოთ  და ავუხსნათ ჩვენი ღვინისა და ლუდის დამზადების ტექნოლოგია. სტუმრებს ასევე უშუალოდ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და ნახონ სხვადასხვა სასმელის დაყენების ტექნოლოგია,“ – გვიყვება „მაისტერბრაუს მარნის“ დამფუძნებელი გოჩა ვაჭარაძე.





ტურისტების მხრიდან ქართული ალკოჰოლური სასმელების მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე „მაისტერბრაუს მარანმა“ გადაწყვიტა, რომ უცხოელ სტუმრებს სასმელების დეგუსტაცია და ჭაჭის გამოხდის პროცესში მონაწილეობა შესთავაზოს. კომპანიამ წელს 8 სახეობის ღვინის წარმოება დაიწყო, რომლებიც მხოლოდ ტურისტებისთვისაა განკუთვნილი.






ალკოჰოლური სასმელების კომპანია „მაისტერ ბრაუ“ 2014 წელს დაარსდა და გაუფილტრავი ჩამოსასხმელი ლუდის წარმოება დაიწყო. კომპანია ლუდისა და მაღალი ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული, იგულისხმება ხილის არყები, ჭაჭა, ვისკი. სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ვაჭარაძის მარანი ტურისტებს ალკოჰოლური სასმელების ტურს სთავაზობს.





„ლუდის ნედლეული შემოგვაქვს გერმანიიდან და ვამზადებთ ერთერთი უძველესი სამხრეთ გერმანული ტექნოლოგიით, ვამზადებთ გაუფილტრავ ცოცხალ ლუდს, რომლის რეალიზაცია ხდება რამდენიმე ქალაქში, ლუდის სარეალიზაციო ობიექტებში ჩამოსასხმელი სახით. ჩვენი ლუდის სახელი „მაისტერ ბრაუ“ ნიშნავს ლუდის ოსტატს.  წელს დავიწყეთ სიახლე ეს არის ბოთლში დადუღბული ლუდის ბაზარზე გატანა, რაც ნიშნავს, რომ ფერმენტაციის და დადუღების ერთთვიანი ციკლი მიმდინარეობს დახურულ ბოთლში. ამ ტექნოლოგიას არ ჰყავს საქართველოში ანალოგი და ორმაგი ხარშვის მეთოდს უწოდებენ. ჩვენი ლუდი  ჯერჯერობით მხოლოდ ლუდის სახლის ქსელში იყიდება, ახალა „აგროჰაბში“ ვცდილობთ შეტანას.“ - აცხადებს გოჩა ვაჭარაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში.





კომპანია ასევე 15-ამდე დასახელების ხილის ალკოჰოლური სასმელის ბრენდს აწარმოებს, რომელსაც “დისტილატს“ უწოდებენ. ხილის ალკოჰოლური სასმელის ბრენდი საქართველოში არ იყიდება და გერმანიაში სარეალიზაციოდ უკვე 860 ბოთლი გაიგზავნა. 



„მაისტერბრაუს“  კიდევ ერთი განსხვავებული პროდუქტი აქვს ლუდისგან მზადდება ქართული ვისკი, რომელმაც 2016 წელს გერმანიაში სპირტიანი სასმელების საერთაშორისო დაჯილდოვებაზე ოქროს მედალი მოიპოვა.  



 

 

მარიამ მორგოშია





ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა
access_time2019-08-21 12:35:34
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს განუცხადა. მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს . „ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის...

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია"

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია
access_time2019-08-21 12:00:50
ბიზნესმენი ფადი ასლი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მსოფლიოს ცნობილ დიქტატორებს ადარებს. ამასთან, ფადი ასლი ივანიშვილს ახსენებს, რომ ყველა დიქტატორის რეჟიმი ადრე თუ გვიან სრულდება. ბიზნესმენი ღია წერილში იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ფადი ასლი მოახლოებულ 2020 წლის არჩევნებსაც ეხება და ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას პანიკურს უწოდებს. „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო...

m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო

m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო
access_time2019-08-21 13:00:51
„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. როგორც კომპანიაში “კომერსანტს“ განუცხადეს, თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი. პირველი მოსახლეები გასაღებს 2021 წელს მიიღებენ, 2024 წელს კი უბანი ბოლომდე დასრულდება. “მალე ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ...


მსგავსი სიახლეები

up