მაისში ზეთი 42.7%-ით, შაქარი - 13.7%-ით გაძვირდა - ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს 2.56-ჯერ გადააჭარბა

მაისში ზეთი 42.7%-ით, შაქარი - 13.7%-ით გაძვირდა - ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს 2.56-ჯერ გადააჭარბა

access_time2021-06-03 12:30:27

მაისში წლიური ინფლაციის დონემ ბოლო 2.5 წლის ახალი რეკორდი მოხსნა და 7.7%-ს მიაღწია. ფასები გაზრდილია როგორც სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევევე ტრანსპორტზე, ენერგომატარებლებსა და ჯანდაცვაზე.


საქსტატის ცნობით ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 17.4%-ით გაიზარდა, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 26.7% და სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.6%. ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე -3.2%.


საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.6%-იანი მატება, რაც 1.09 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 8.4% წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 3.2%. ამავე პერიოდში საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე ფასები 9.4%-ით შემცირდა.



სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი - 42.7%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7%,  რძე, ყველი და კვერცხი - 8%, ყავა, ჩაი და კაკაო - 8%, თევზეული - 7.6%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 7.2%,  ხორცი და ხორცის პროდუქტები  - 6%,  პური და პურპროდუქტები - 5.8%. ამასთან, საქსტატის მტკიცებით ხილი 20.9%-ით გაიაფდა, ბაღჩეული 23%-ით.


ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.4%-ით, რაც 1.01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის - 19.5%, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 11.9% და საავადმყოფოების მომსახურების  - 4.4%  ქვეჯგუფებზე.


აღსანიშნავია, რომ იმ პრდუქტების გაძვირებას, რასაც მთავრობა ბიუჯეტიდან ასუბსიდირებს, მაგალითად ელექტროენერგია და ფქვილი საქსტატი ინფლაციაში არ ასახავს, რაც ეკონომისტთა დიდი ნაწილის შეფასებით ინფლაციის განაკვეთის ხელოვნურ შემცირებასა და შემდგომში ეკონომიკური ზრდის ასევე ხოლოვნურად ზრდის წარმოჩენას ემსახურება.


ოფიციალური სტატისტიკითაც კი, ინფლაციის მიმდინარე განაკვეტი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს 2.56-ჯერ აღემატება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up