მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი შეადგინა

მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი შეადგინა

access_time2021-06-03 14:20:00

2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.



რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4 პროცენტით განისაზღვრა.


ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში შეადგინა 0.09 პროცენტული პუნქტი. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (2.5 პროცენტი), ისე საზოგადოებრივი კვების (1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (3.4 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (3.2 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (2.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (2.0 პროცენტი);



წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.4 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.6 პროცენტიანი მატება, რაც 1.09 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.4 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (3.2 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-9.4 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (42.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.0 პროცენტი), თევზეული (7.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.4 პროცენტით, რაც 1.01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (19.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.




თეგები:
ინფლაცია



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up