მაისში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 38.7 მლნ ლარით შემცირდა და 519.1 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.2% იყო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვაში“.
ვადაგადაცილებული სესხების 37.1% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.