მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 139 ფაქტი გამოავლინეს

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 139 ფაქტი გამოავლინეს

access_time2021-06-10 11:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 32 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 20 ფაქტი, შიდა ქართლში - 17, სამცხე-ჯავახეთშიც - 17, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, იმერეთში - 14, ქვემო-ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმში ქვემო სვანეთში - 8, გურიაში - 3 და მცხეთა-მთიანეთში 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.


ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 630 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.



მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up