მაისში საქართველოში რუსი ტურისტების სიმრავლეს ელოდებიან

მაისში საქართველოში რუსი ტურისტების სიმრავლეს ელოდებიან

person access_time2016-04-13 16:21:49

საქართველო ერთადერთი მიმართულებაა იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც რუსი ტურისტების მხრიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს და წერს, რომ მაისის დღესასწაულების დაგეგმვისას, იმ ტურისტების დიდი ნაწილი, ვინც ეძებს თურქეთის ალტერნატივას, ირჩევს საქართველოს, სომხეთსა და საბერძნეთს. ამ მიმართულებების პოპულარობა, სხვადასხვა გათვლებით, 16–86 %–ით გაიზარდა.


ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსი ტურისტებისთვის მაისის დღესასწაულზე ყველაზე პოპულარული მიმართულება თურქეთი იყო, თუმცა ახლა მათ ახალი ფავორიტი ჰყავს – იტალია. სერვის Momondo–ს გამოკითხვის თანახმად, იტალიას რეიტინგში მოჰყვება ესპანეთი, გერმანია, საქართველო და ჩეხეთი. 

 

ამასთან, საქართველოზე მოთხოვნა ნახტომისებურად, 64%–ითაა გაზრდილი.

 


ასევე ზრდა ფიქსირდება სომხეთისა და საბერძნეთის მიმართულებებით.

 

რუსი ტურისტების პრიორიტეტებმა შეცვლა 2014 წლის შუა ხანებიდან, რუბლის დევალვაციის გამო დაიწყო. კიდევ ერთი ფაქტორია მორატორიუმი ეგვიპტეში პირდაპირ ავიარეისებზე და პოლიტიკური კრიზისი რუსეთ–თურქეთის ურთიერთობაში. ამ ორ ქვეყანაზე რუსეთიდან მიმავალი ტურისტული ნაკადის დაახლოებით 40% მოდიოდა. 

 

Skyscanner–ის შეფასებით, ყველაზე მასობრივი უცხოური მიმართულება მაისის დღესასწაულებზე შესაძლოა პრაღა გახდეს, ამავე კონტექსტში სახელდება რომი, პარიზი და თბილისი, ასევე ერევანი, ბარსელონა, ამსტერდამი, მილანი 

 

OneTwoTrip–ის გენერალური დირექტორი მიხაილ სოკოლოვი  თბილისს მაისის დღესასწაულებზე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ასახელებს. მისი კომპანიის მაგალითზე, რუსი ტურისტების მხრიდან საქართველოს დედაქალაქზე მოთხოვნა 86%–ით გაიზარდა. ერევნის შემთხვევაში ზრდა 15%–იანია, კვიპროსზე კი შარშანდელთან შედარებით 50%–იანი ზრდაა. 



ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ უფრო გამკაცრდება...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up