მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,6%–ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,4%–ით გაიზარდა

მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,6%–ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,4%–ით გაიზარდა

access_time2018-06-21 20:46:36

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,4 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ფასები 1,0 პროცენტით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,77 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,9 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (2,5 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (3,8 პროცენტი).



ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 1,3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის მაჩვენებელზე -0,18 პროცენტული პუნქტით აისახა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:


• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5,84 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (20,4 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,3 პროცენტი);




• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,2 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2,06 პროცენტული პუნქტით აისახა.







პანდემიის დადებითი მხარე: ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა

პანდემიის დადებითი მხარე: ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა
access_time2021-01-27 17:30:19
EUROCONTROL-ის ცნობით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 59.4%-ით შემცირდა. ამასთან, ევროპაში აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოდ -57%-იანი კლება დაფიქსირდა. ყველაზე მეტად პანდემიამ ამ კუთხით მონტენეგროზე იმოქმედა, სადაც CO2-ს გამოყოფა 74.9%-ით შემცირდა, ყველაზე ნაკლებად კი ლუქსემბურგზე (-12.8%). EUROCONTROL მიუთითებს, რომ მაჩვენებლის ცვალებადობა სახელმწიფოების მიხედვით სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მათ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-27 21:00:43
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. სავაჭრო ცენტრებში დასაშვები იქნება გასახდელები და ნივთების გადაცვლა - რა პირობებით იხსნება მოლები 1 თებერვლიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე...

პირველად 12 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დავოსის ფორუმში მონაწილეობს - რატომ ახლა?!

პირველად 12 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დავოსის ფორუმში მონაწილეობს - რატომ ახლა?!
access_time2021-01-27 18:30:55
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 27 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ეს მოხდა პირველად 2009 წლის შემდეგ. რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა? რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა  მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გავლენით. მისი თქმით, შეუძლებელია იმის არ შემჩნევა, თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური სფერო. მოხდა საზოგადოებრივი აზრის რადიკალური პოლარიზაცია და პოპულიზმის...

სავაჭრო ცენტრებში დასაშვები იქნება გასახდელები და ნივთების გადაცვლა - რა პირობებით იხსნება მოლები 1 თებერვლიდან

სავაჭრო ცენტრებში დასაშვები იქნება გასახდელები და ნივთების გადაცვლა - რა პირობებით იხსნება მოლები 1 თებერვლიდან
access_time2021-01-27 16:00:25
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.   მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.   „დღევანდელი შეხვედრა შედგა სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების და ძირითადი სავაჭრო ქსელების...

კორონავირუსის ეფექტი - ესპანეთში საცხოვრებელი სახლები 70 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება

კორონავირუსის ეფექტი - ესპანეთში საცხოვრებელი სახლები 70 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება
access_time2021-01-27 20:00:49
მაშინ, როდესაც ესპანეთში სახლის შეძენა ბევრს აუხდენელ ოცნებად ეჩვენება, კორონავირუსის ეპოქამ უძრავი ქონების ბაზარი აიძულა დედამიწაზე დაშვებულიყო. ესპანეთი ნამდვილ კრიზისს ებრძვის. ბაზარზე არსებული ქონების 70 პროცენტი იპოთეკით იყიდება. ლოქდაუნებმა მოსახლეობის შემოსავლებს დიდი დარტყმა მიაყენა, განსაკუთრებით მათ ვინც მომსახურების სფეროშია დასაქმებული. ადამიანები ვერ იხდიან სესხებს და იძულებულები ხდებიან საკუთარ საცხოვრებლებს დაემშვიდობონ. პრობლემამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ბანკებმა...


მსგავსი სიახლეები

up