მაისში მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე, წინა თვესთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა, - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, ფასების ზრდა საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 5%-ით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე 4%-ით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი შემცირებულია 2.8%-ით.
დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე ფასები შემცირდა 9.2%-ით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები 1.1%-ითაა გაზრდილი.
imedinews.ge