მაისში ამერიკაში ქართული ღვინის თვე გაიმართება

მაისში ამერიკაში ქართული ღვინის თვე გაიმართება

person access_time2016-03-02 14:00:30

ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისში ქართული ღვინის თვე გაიმართება. ერთი თვის ფარგლებში ამერიკის რამდენიმე მეგაპოლისში ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია მოხდება.

როგორც „კომერსანტს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განუცხადა, ღონისძიებების ძირითადი ლოკაცია ნიუ-იორკი და ვაშინგტონი იქნება, თუმცა, სხვადასხვა ივენთი ჩატარდება სხვა დიდ ქალაქებშიც.

სამანიშვილის ინფორმაციით, ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან არამხოლოდ არსებული და პოტენციური მომხმარებლები, არამედ ღვინის პროფესიონალები და სხვადასხვა კომპანიები.

მისი თქმით, ქართული ღვინის სახვადასხვა ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის საქართველოს ხელისუფლება არაერთ ნაბიჯს დგამს. სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, დაწყებული ღვინის მაღაზიებში პრომო აქციებით, დასრულებული ისეთი მასშტაბური ღონისძიებებით, როგორიცაა ქართული ღვინის თვის მოწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ღვინის პოპულარიზაციისთვის ძირითადი მიმართულებები ევროპა, ამერიკა და ჩინეთია.


„ყველა ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდა შეინიშნება. ამერიკის მიმართულებით ზრდა მაშინვე არ ჩანს, განსხვავებით ჩინეთისგან. თუმცა, ამერიკაში არის პოზტიური დინამიკა. აქამდე ქართულ ღვინოს მოიხმარდა პოსტსაბჭოთა მომხმარებელი, რომელსაც ახსოვდა ჩვენი ღვინოები. ახლა ასეთი მომხმარებელი მცირდება, მაგრამ იზრდება ამერიკელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი“,- აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up