მაისის უქმეები ეკონომიკის აღდგენის ტემპს მნიშვნელოვნად შეანელებს

მაისის უქმეები ეკონომიკის აღდგენის ტემპს მნიშვნელოვნად შეანელებს

access_time2021-04-28 12:00:08

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 3-დან 12 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ უქმეებზე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება, შეზღუდვები სავალდებულო წესით მოლებსა და რესტორნებზე არ გავრცელდება. საბჭოს წევრები არ უარყოფენ რომ კომპანიებს თანამშრომლების ტრანსპორტირება გაუჭირდებათ, თუმცა მათი მტკიცებით მობილობის შეზღუდვა უფრო მნიშვნელოვანია.


ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შესამჩნევი პირველად 2020 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მშპ-ის ზრდის ტემპის იანვრის 5.1%-ის შემდეგ 2.2%-მდე შემცირდა, მარტში კი მინუსში გავიდა. ჯერჯერობით ეკონომიკა მეთორმეტე თვეა მცირდება. შარშანდელი მარტის ფონზე მოსალოდნელია ვარდნის ტემპის კლება, არ არის გამორიცხული პლუსში გასვლაც. ზრდა აუცილებლად იქნება აპრილში, შესაძლოა ორნიშნა ზრდაც, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ გასული წლის აპრილში 16.6%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.


აპრილის მსგავსად ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით - 13.5%-ით შემცირდა გასული წლის მაისშიც, რაც იძლევა იმის თქმის მყარ საფუძველს, რომ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, დადებითი დინამიკა მაისშიც გაგრძელდება, მაგრამ გამოცხადებული უქმეებისა და ტრანსპორტის შეზღუდვის გამო მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უფრო დაბალი ტემპით.


ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად ზუსტად შესრულდება შეზღუდვების გეგმა. გასული 14 თვის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა, რომ კონკრეტული რეგულაციის ვადა დროში გაწელილა, ან ისეთი დაწესებულა, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ არ იქნებოდა. 21 მარტს როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ითქვა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ აიკრძალებოდა და კომენდანტის საათი არ დაწესდებოდა. პირობა 10 დღეში დაირღვა. 1 თვიანი საგანგებო მდგომარეობა 2 თვე გაგრძელდა. პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობის გარეშე დამატებითი მკაცრი შეზღუდვების დაწესების ექსკლუზიური უფლება მთავრობას ჯერ 15 ივლისამდე მიეცა, შემდეგ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდა, ბოლოს ამ ვადამ 1-ელ ივლისამდე გადაიწია. 28 ნოემბერს გამოცხადებული მეორე ლოკდაუნი 1-ელ თებერვალს უნდა დასრულებულიყო. აპრილის მიწურულს ჯერ ისევ კომენდანტის საათი მოქმედებს, პირბადე ქუჩასიც კი სავალდებულოა და შაბათ-კვირას რესტორნები კვლავ არ მუშაობენ. წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, არსებობს იმის ალბათობა, რომ დროებით გამკაცრებული შეზღუდვები 12 მაისს არ დასრულდეს, რაც ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.



შეზღუდვების ვადების გახანგრძლივებასთან პირდაპირ კავშირში იყო პრგონოზების გაუარესაბეაც. პანდემიამდე 5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. მარტში პროგნოზი განახევრდა. ჯერ კიდევ ივნისში ნულოვანი ზრდის შესაძლებლობებზე გრძელდებოდა საუბარი. შემდეგ მოსალოდნელი 4%-იანი ვარდნა 5%-მდე გაიზარდა. რეალობაში კი 6.2%-იანი ვარდნა მივიღეთ.


მცირდებოდა და შემცირებას განაგრძობს 2021-ის პროგნოზიც. ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა, ეროვნულმა ბანკმა 4%-იანი ზრდა ივარაუდა, თუმცა საბაზისო სცენარს პესიპისტურიც დაურთო, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი არ აღდგებოდა ზრდა მხოლოდ 1% იქნებოდა. კომენდანტის საათის პირობებში ტურიზმის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ადრეა. შეიძლება შემდგომ თვეებში შარშანდელთან შედარებით უფრო მეტმა ადამიანმა გადმოკვეთოს საზღვარი, მაგრამ ეს არ იქნება ტურიზმის აღდგენა. საქართველოს ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეუმცირა სავალუტო ფონდმაც.


ეკონომიკური ვარდნა მხოლოდ ცარიელი რიცხვები არ არის და სასწორის მეორე პინაზეც ადამიანების სიცოცხლე დევს. ისევე როგორც კოვიდით, ადამიანები შიმშილით, არასრულფასოვანი კვებითა და სტრესითაც იხოცებიან, ოღონდ ამ შემთხვევაში სტატისტიკას ვერც Worldometers-ზე ვნახულობთ და ვერც NCDC-ზე. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პრების რაოდენობა არ განახლებულა თუმცა არსებობს სოციალურად დაუცველ პირთა სტატისტიკა, მათი რიცხვი გასული წლის იანვარში 432 000-ს შეადგენდა, დღეს კი 542 000-ს უდრის.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up