ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,2020 წლის მაისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,06 ათასი ტონა, რაც 0,29 ათასი ტონით ანუ 37,7%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (0,77 ათასი ტონა) შედარებით და 0,73 ათასი ტონით ანუ 40,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,79 ათასი ტონა) შედარებით.
ქვეყნების მიხედვით, მ/წლის მაისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,26 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,14 ათასი ტონა (13,2%), აზერბაიჯანი - 0,13 ათასი ტონა (12,3%) რუსეთი - 0,12 ათასი ტონა (11,3%), გერმანია - 0,06 ათასი ტონა (5,7%) და სხვ.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 6,07 ათასი ტონა, რაც 1,49 ათასი ტონით ანუ 19,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,56 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 1,11 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,92 ათასი ტონა (15,1%), რუსეთი - 0,80 ათასი ტონა (13,2%), გერმანია - 0,60 ათასი ტონა (9,9%) და სხვ.