მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 84320 სესხია გაცემული

მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 84320 სესხია გაცემული

access_time2019-06-12 16:49:18


საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა, რასაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ. 


2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 84320 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლების საპროცენტო განაკვეთი იგივე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 4134 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.


1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4170-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 3916 მილიონიდან 4134 მილიონ ლარამდე.


84320 ხელშეკრულებიდან 22720 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 469.81 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 13.10% შეადგინა.



რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 30010 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.70%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1272.45 მილიონი ლარია.


27900 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2150.64 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 783.97 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.12%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 1366.66 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 9.76%-ში.


ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 870 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 13.738 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 19.82%-ში გაასესხეს.


ასევე გაცემულია 2820 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 227.62 მილიონი ლარია.


ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 35.29%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.


წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1926 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 13.08%-დან 10.98%-მდეა შემცირებული.


„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, რეფინანსირების განაკვეთის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელი, აღემატება სამიზნე მაჩვენებელს (მაისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.7% შეადგინა, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია), გამკაცრებული რეგულაციების ფონზე (რაც ნათლად ჩანს სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირებაში), მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება მიზანშეწონილია. მზარდი ტენდენციით ხასიათდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და ექსპორტის მაჩვენებლები. სამომავლოდ, მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებელსა და მოსახლეობის ფინანსებთან წვდომაზე დინამიკაში დაკვირვება და მარეგულირებლის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up