საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს მაისიდან რეისებს 4 მიმართულებით აღადგენს. ეს მიმართულებებია:
რიგა;
დორტმუნედი;
კატოვიცე;
გდანსკი.
„მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად იგეგმება რეისების დამატება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს“, - აცხადებს თამარ არჩუაძე.