მაინინგმა აფხაზეთში ენერგოკოლაფსი გამოიწვია

მაინინგმა აფხაზეთში ენერგოკოლაფსი გამოიწვია

access_time2020-11-17 18:30:43

15 ნოემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მკვეთრად შეიზღუდა. დენის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მთელი არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ენერგომომარაგება დღე-ღამეში 6 საათით წყდება.

 

ეს - უკეთეს შემთხვევაში, ზოგჯერ მოსახლეობას უშუქოდ დარჩენა უფრო დიდხანს უწევს, თანაც, როგორც წესი მიწოდება წყდება ყველაზე აქტიურ პერიოდებში - ძირითადად საღამოს, როდესაც ელექტროენერგია ყველაზე მეტადაა საჭირო.

 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო აფხაზეთს ენერგოსისტემის კოლაფსის მიზეზია მთელს ოკუპირებულ რესპუბლიკაში აქტიურად მოქმედი კრიპტოვალუტების ფერმები, რომლებსაც ფლობენ არ აღაირებულ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები.

 

ოფიციალურად გრაფიკი აუცილებელი იმის გამო გახდა, რომ ენერგომოხმარება სწრაფად იზრდება და მიწოდებას მკვეთრად აღემატება. გარდა ამისა, პრობლემა არა მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევაა, არამედ ენერგოსისტემის უკიდურესი გადატვირთულობა, რომელიც ხშირ ავარიებს იწვევს.

 

მაშინაც კი, როდესაც სახლებში დენი არის, მისი ძაბვა ძალიან დაბალი და არასტაბილურია, ქსელში ხშირია ვარდნები, რის გამოც სახლებში საყოფაცხოვრო ტექნიკა სულ უფრო ხშირად ზიანდება. ცხადია, ამ ზარალზე პასუხს არავინ აგებს.

 

პერიოდული ენერგოკრიზისები ოკუპირებულ აფხაზეთში ადრეც იყო, თუმცა ეს ძირითადად ენგურჰესზე წყლის დონის ვარდნასთან იყო დაკავშირებული. თანაც, როგორც წესი, ეს მხოლოდ იანვარ-თებერვალში ხდებოდა, თბილი სეზონის მოსვლასთან ერთად ენერგომომარაგებაც ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა.

 

ამჟამად ყველაფერი ძალიან ადრე, აცივებამდე დაიწყო, რაც დაკავშირებულია კრიპტოვალუტების მოპოვებასთან - დე ფაქტო აფხაზეთი ძალიან მიმზიდველია მაინერებისთვის ელექტროენერგიის უკიდურესად დაბალი ფასის გამო, თანაც მაშინ, როდესაც არც ამ მინიმალურ საფასურსაც კი თითქმის არავინ იხდის.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებულმა მთავრობამ კრიპტოვალუტების მაინინგი აკრძალა, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას რეალურად არ უმუშავია, საბოლოოდ კი, მოპოვება ისევ ლეგალური გახდა. დე ფაქტო მთავრობამ ეს მაინინგის მოწესრიგების და ბიუჯეტის შევსების სურვილით ახსნა.


 

მაგრამ ოპოზიცია ირწმუნება, რომ ლეგალიზება კრიპტოფერმების მხოლოდ 20%-მა გაიარა, უმეტესობა კი კვლავ ჩრდილში რჩება.

 

ბევრი ფერმა სახელმწიფო ობიექტებში მდებარეობს, და მათ უკან აფხაზი მაღალჩინოსნები დგანან, რომლებიც ენერგოსისტემის უმოწყალო ძარცვით საკუთარ კაპიტალს ზრდიან.

 

არაღიარებული აფხაზეთის მთავრობამ ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით რუსეთს მიმართა, მაგრამ რუსული იმპორტი საკმაოდ ძვირია და მისი ღირებულების ანაზღაურება აუცილებელია.

 

შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა მაინერებს თავისი ჯიბიდან აფინანსებს, არაღიარებული რესპუბლიკა კი რუსეთისგან ძვირადღირებულ სულ უფრო მეტ ენერგიას ყიდულობს.

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგო“-ს პრეს-მდივანმა ალხას გაგულიამ განაცხადა, რომ 2020 წლის მანძილზე რესპუბლიკაში ენერგომოხმარება 20%-ით გაიზარდა.

 

 

„შესაბამისად, გადამცემ ხაზებზე დატვირთვა 47%-ით გაიზარდა, ამიტომაც ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს, და გვიწევს ცალკეული ქვესადგურების შეზღუდვა მათი განტვირთვის მიზნით. ცხადია, რომ ენერგომოხმარების ასეთი მკვეთრი ზრდა კრიპტოვალუტების მაინინგმა გამოიწვია. ეს უკვე საიდუმლო არაა“ - განაცხადა მან,

 

მისი თქმით, ელექტროსისტემასთან უკანონო მიერთების აღკვეთისთვის სპეციალური კომისია შეიქნა, რომელმაც 150 კრიპტოფერმა გამოავლინა.

 

„დიდი სამუშაო ჩატარდა, თუმცა, შედეგების გამომდინარე, ეს საკმარისი არაა. პრობლემა ძალიან სერიოზულია - იმის მიუხედავად რომ ამდენი ფერმა გავთიშეთ, ყველანი ვხედავთ, რომ ენერგომომარაგებას ამან ვერ უშველა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მაინინგმა რა მასშტაბები მიიღო“  - ამბობს ალხას გაგულია,

 

მისი თქმით, რუსეთიდან ენერგიის მიღება პრობლემას არ წყვეტს.

 

„ამან შესაძლოა ენერგიის დეფიციტი დაფაროს, თუმცა, დღევანდელი მოხმარების შენარჩუნების პირობებში, ჩვენი ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს. თუ მოხმარება არ შემცირდა, ენერგიის იმპორტი ვერ გვიშველის“ - განაცხადა „ჩერნონომენერგოს“ წარმომადგენელმა.

 

 

წყარო: ekhokavkaza.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up