მაინინგის პრობლემა სვანეთში: რა არის გამოსავალი

მაინინგის პრობლემა სვანეთში: რა არის გამოსავალი

access_time2022-01-15 12:00:38

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივების მიერ ხატზე დაფიცების შემდეგშემცირების ნაცვლადგაიზარდაეს კი იმას ნიშნავსრომ კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ჩართულიაამჟამად რეგიონის ელექტრომომარაგება უწყვეტად ხორციელდებამაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება ელექტროქსელმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლოს და ავარიულად გაითიშოსენერგოპრო ჯორჯია ვერ ამბობსროგორ მოაგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებს რეგიონში და რას უშველის ჭარბ მოხმარებას.


მაინინგი თუ უფასო დენი?!

მესტიაში მოსახლეობამ წმინდა გიორგის ხატზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაიფიცა, რომ კრიპტოვალუტის მაინერებს გათიშავდა. დღემდე ყველას ეპატიოსხოლო დღეიდანვინც მაინერი არ გამორთოსწმინდა გიორგი გაუწყრესყველა მივიდეთ სახლებში და ვისაც გვაქვსგამოვრთოთ– განაცხადეს ტაძარში შეკრებილმა მამაკაცებმა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხატზე დაფიცების გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩათ, რადგან მათი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მთავრობამ მაინერების ამოსაღებად არაფერი გააკეთა. იმ აბონენტების გამოვლენას და ქსელიდან გათიშვას, ვინც მაინერებს ამუშავებს, არც კომპანია ენერგოპროჯორჯია ახორციელებს. მაინინგის ე.წ. ფერმები, რომლებიც ქსელთან, უმეტეს შემთხვევაში, უკანონოდ არიან მიერთებული, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც გახშირებული ავარიების მიზეზი ხდება. გარდა იმისა, რომ ადგილობრივები ზამთრის ყინვაში გათბობის გარეშე, სიბნელეში რჩებიან, რეგიონი ტურისტებსაც კარგავს.


ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლევან ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ მაინერებზე საუბარი სპეკულაციაა, როცა სვანეთში ელექტროენერგია უფასოა.

პრობლემა გამოწვეულია არასწორი სახელმწიფო პოლიტიკით და მათ ნაცვლად აბრალებენ მოსახლეობასრომ დენს იყენებსროცა ელექტროენერგია არის უფასოადამიანები მას დიდი რაოდენობით გამოიყენებენსახლის გასათბობად დახარჯავენ ელექტროენერგიას თუ მაინერისთვისრა მნიშვნელობა აქვსვინ დათვალარომ მაინინგი მეტს მოიხმარს ვიდრე სახლების გათბობაზე იხარჯებაასეთი მონაცემები არ გვინახავსთუ არ ვიცითრამდენი მაინერიაროგორ გავიგებთისინი რამდენს მოიხმარენ?“ – აღნიშნავს ლევან ფავლენიშვილი.


რატომ აქვს სვანეთს დენის პრობლემა?!

ენერგოპროს მესტიის მუნიციპალიტეტში 1 300-მდე აბონენტი ჰყავს, აქედან 900-მდე საყოფაცხოვრებო მომხმარებელია, რომელიც ელექტროენერგიას უფასოდ იღებს. მინიმალური ოდენობით იხდის დენის საფასურს კომერციული სექტორი. ენერგოპრო ამბობს, რომ ამ წლებში რეგიონში 45 მილიონი ლარი დაკარგა.

ადგილობრივები ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის მიზეზად, მაინერების გარდა, მოძველებულ ინფრასტრუქტურას ასახელებენ. ტექნიკური პრობლემის არსებობას ენერგოკომპანიაც ადასტურებს და აცხადებს, ინფრასტრუქტურის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება.


ენერგოპროში განაცხადეს, რომ სვანეთში სიტუაცია არაპროგნოზირებადია და ხვალ რა მოხდებაარავინ იცისასე გაგრძელდებასანამ სადმე ავარია არ მოხდება და რეგიონი ისევ უშუქოდ არ დარჩება.“



უნდა გაითიშოს თუ არა მაინინგი?

როგორც ცნობილია,  კრიპტოვალუტის გამომუშავებას დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. ელექტრონული ფულის მაინერები წლიურად დაახლოებით 91 ტერავატ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც მსოფლიო მოხმარების თითქმის 0,5%-ია და, ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, 10-ჯერ არის გაზრდილი.

წლების განმავლობაში, ბიტკოინის მაინინგის დიდი ნაწილი ჩინეთში იყო თავმოყრილი. ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვების შემდეგ (მაინინგი არალეგალური ჩინეთში მაისიდან გახდა), ჩინელმა მაინერებმა წარმოებისთვის ახალი ადგილების მოძიება დაიწყეს და ფერმები იმ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც ელექტროენერგია იაფი ღირს.

მაინინგისგან შექმნილი ენერგოკრიზისის გამო ცოტა ხნის წინ კოსოვომ კრიპტომაინინგი აკრძალა. მაინინგის მასშტაბი განსაკუთრებით სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში გაიზარდა, სადაც კოსოვოს სახელმწიფოს არ აღიარებენ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს ამბობენ.

კრიპტოვალუტის წარმოებისთვის თანდათან სულ უფრო მეტ ენერგიაა საჭირო. ადრე თუ ბიტკოინის წარმოებისთვის სახლში დადგმული კომპიუტერი საკმარისი იყო, ახლა ამისთვის უახლესი, უსწრაფესი დანადგარია საჭირო, რომელიც მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს.

ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების გამო, 2021 წლის გაზაფხულზე Tesla-მ ავტომობილების ბიტკოინზე გაყიდვაც შეაჩერა. ილონ მასკმა მაშინ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მაინინგი ელექტროენერგიის დიდი ხარჯის გამო გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. მასკის ამ განცხადებამ კრიპტოვალუტის ფასი ერთბაშად 17%-ით შეამცირა.

ბიტკოინის ზოგიერთი მომხრე აღნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით ენერგიას მხოლოდ კრიპტოწარმოება არ მოიხმარს. მათი თქმით, ფინანსური სისტემა, მისი მილიონობით თანამშრომელი და კომპიუტერები კონდიცირებულ ოფისებში ასევე ბევრ ელექტროენერგიას იყენებს.

ბლოკჩეინტექნოლოგიის გამოყენების არსი ის არისრომ მის ლოკაციას მარტივად ვერ უნდა ადგენდნენამიტომ მისი იდენტიფიცირება არის რთული ან საერთოდ შეუძლებელიუცხოეთში ამას არ უყურებენროგორც ბოროტ საქმიანობასჩვენთან კი არაპროდუქტიულცუდ საქმედ თვლიანრეალურად კიამით ხალხი ფულს შოულობსისინი ფლობენ ტექნოლოგიასრომელიც ჩართულია დიდგლობალურ ტენდენციაშირომელიც არის ვალუტის დეცენტრალიზება და რატომ არის ეს ცუდი?” – აღნიშნავს ლევან ფავლენიშვილი.


რა შეიძლება ეშველოს სვანეთს?

სპეციალისტების თქმით, სვანეთში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება ის, რომ ყველა მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ გამოსავალი იქნება მაინერების დაყადაღება. სემეკ-ის თავმჯდომარე, ამავე დროს, აუცილებლად მიიჩნევს, რომ სვანეთის მოსახლეობამ გადაიხადოს დენის საფასური. სხვაგვარად ენერგოკომპანია აბონენტების ხარისხიანად მომსახურებას ვერ შეძლებს.

თუ დენი იქნება უფასოეს მოსახლეობას უბიძგებსსახლის გათბობა თუ ბიზნესი ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადაიყვანოსეს მუდმივად გაზრდის დატვირთვასპრობლემას ქმნის ისიცრომ გადამცემი ქსელი ამხელა მოხმარებაზე არ არის გათვლილიისრომ ეს ხდება მაინერების გამოეს ჯერჯერობით არის ჭორაობის დონეზე ნათქვამი, – ამბობს ლევან ფავლენიშვილი.

მაინინგმა სვანეთსა და აფხაზეთში მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარება და გაიზარდა იმპორტის მოცულობა. ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 12,406 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა, რაც 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდს 13.4%-ით აღემატება. ყოველწლიურად ქვეყანას სულ უფრო მეტი იმპორტი სჭირდება. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ 1,8 მილიარდი კვტ.სთ. ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რომლის თითქმის 62% რუსეთზე მოდის.


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up