მაინც რატომ არის კორონავირუსი ასეთი საშიში?

მაინც რატომ არის კორონავირუსი ასეთი საშიში?

access_time2020-03-22 18:00:30

 

ბოლო თვეების მანძილზე მთელი კაცობრიობის ყურადღების ცენტრში არის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაცხადა COVID-19 პანდემიად, და ბევრი ქვეყანა იღებს რადიკალური ზომებს მისგან თავის დასაცავად.

 

მაგრამ რაშია საქმე რეალურად, და რატომაა ეს ვირუსი ასეთი საშიში? კითხვაზე პასუხობს უკრაინელი ინფექციონისტი, პროფესორი რომად გლუშენკო, რომელიც მუშაობს ესპანეთში.

 

ნებისმიერი ინფექციის საფრთხის დონეს განსაზღვრავს 3 ფაქტორის კომბინაცია - გადაცემის ვექტორი (უჯრედში ვირუსის შეღწევის ინტენსიურობა), გადადების ინტენსიურობა, და სიკვდილიანობა.

 

COVID-19-ს გადაცემის ვექტორი არის 1,5-დან 2,5-მდე, და ეს 3-ჯერ აღემატება გრიპის მაჩვენებელს. მარტივი მათემატიკური გათვლები ცხადყოფს, რომ კორონას გავრცელება მიმდინარეობს გეომეტრიული ფორმით -1-2-4-8-16-32-64.

 

2003 წელს  გავრცელებული კორონავირუსის (SARS, მძიმე რესპირატორული სინდრომი) და გრიპისგან განსხვავებით, დღევანდელი ვირუსი გადადის ინკუბაციურ პერიოდშიც კი, როდესაც არავითარი სიმპტომები არ ფიქსირდება - ეს ძალიან სახიფათოა, რადგანაც ერთ ადამიანს, რომელმაც არც კი იცის, რომ არის ვირუსის მატარებელი, შეუძლია დააავადოს უამრავი ადამიანი.

 

რაც შეეხება ევროპას, სავარაუდოდ, უახლოეს 3 თვეში კორონავირუსით დაინფიცირდება თითქმის ყველა. პირობითი 1000 ადამიანიდან, 900 გადაიტანს მას სრულიად შეუმჩნევლად, 100 ექნება სიმპტომები. ამ 100-დან 80 გადაიტანს კორონას, როგორც მძიმე გრიპს - მშრალი ხველა, კუნთების და თავის ტკივილი, მაღალი სიცხე, ერთი სიტყვით, 2 კვირა სახლში.

 

დარჩენილ 20 დაავადებულიდან 15-ს განუვითარდება ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით,  და მათ მკურნალობას აუცილებლად დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ჟანგბადის ხელოვნური მიწოდება, და სხვა საგანგებო ზომები.

 


დარჩენილ 5-ს განუვითარდება ფილტვების ფიბროზი, რომელიც მოითხოვს სასწრაფო რეანიმაციას, ამ 5-დან 2 მოკვდება. დარჩენილ 3 ექნება სერიოზული პრობლემები ფილტვებთან,  და მათ დასჭირდებათ რთული და ხანგძლივი მკურნალობა უკვე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ.

 

ამ ციფრების შემდეგ, კორონავირუსი არ გამოიყურება განსაკუთრებით სახიფათოდ, მაშ რაშია პრობლემა?

 

პრობლემა იმაშია, რომ, მაგალითად, გრიპთან კაცობრიობა კონტაქტირებს წელიწადში 5თვე 100 წლის მანძილზე, ის კარგადაა შესწავლილი, არსებობს  მკურნალობის დადგენილი და აპრობირებული მეთოდიკა,ხოლო გრიპით დაავადებულთა 90%-ს გადააქვს ეს დაავადება საკმაოდ მარტივად, ყოველგვარი ჰოსპიტალიზაციის და საგანგებო ზომების გარეშე, რასაც ვერ ვიტყვით კორონავირუსზე.

 

COVID-19 არის ტალღა, რომელიც დააინფიცირებს ყველას, და რომლისთვისაც ადამიანების ორგანიზმი არაა მზად. თანაც ეს ყველაფერი მოხვდება სწრაფად - სულ რაღაც 2-3 თვეში.

თუ ავიღებთ ესპანეთს, ვნახავთ, რომ 40 მლნ. მოსახლეობიდან, 4 მლნ.-ს ექნება გამოხატული სიმპტომები, მათ შორის 3,2 მლნ. გადაიტანს დაავადებას, როგორც გრიპს. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება 600 000-ს,  200 000 აღმოჩნდება რეანიმაციაში.

 

სწორედ ესაა რეალური და სერიოზული პრობლემა - ესპანეთში, კერძო და სახელმწიფო კლინიკებში არის 200 000 საწოლი ადგილი და 4000 რეანიმაციაში.  ანუ, მთავარ თავსატეხს წარმოადგენს არა თავად ვირუსი, მისი გადადების კოეფიციენტი, და სიკვდილიანობა, არამედ ის, რომ მას შეუძლია 2-3 თვეში მოიცვას მოსახლეობის დიდი ნაწილი, რისი შედეგიც აუცილებლად იქნება ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი.

 

როდესაც საავადმყოფოები გადატენილია, მოქმედებს სამხედრო მედიცინის წესები, როდესაც ექიმი თავად წყვეტს, ვინ დააწვინოს საავადმოყოფოში, და ვინ გაუშვას სახლში ჟანგბადის ბალონით - სხვათა შორის, სავარაუდოდ, არც ჟანგბადის ბალონების რაოდენობა იქნება საკმარისი რაოდენობით.

 

ამ გადაწყვეტილების მიღება ხდება ასაკის და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისად, საავადმყოფოებში დააწვენენ ახალგაზრდებს, რომელთა გადარჩენის შანსები მეტია.

 

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის გარდა, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი სხვა დაავადება, რომელიც მოითხოვს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას - ინსულტები, ინფარქტები, საავტომობილო ავარიები, და კიდევ მრავალი სხვა. და ეს ყველაფერი  - საწოლების, რეანიმაციის, და უბრალოდ ექიმების და ექთნების მწვავე დეფიციტის პირობებში.

 

ყველაფერი ეს წააგავს ფანტასტიურ ფილმს, თუმცა, სწორედ ეს ხდება დღეს ჩრდილოეთ იტალიაში.

 

მაშ რა უნდა ვაკეთოთ?

 

ეს არის ლატარეა    - რაც მეტ ბილეთს იყიდი  -  მით მეტია მოგების შანსი. უახლოესი კვირების მანძილზე ნუ გახვალთ გარეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, არ ისადილოთ სახლს გარეთ, არ იაროთ სპორტულ დარბაზში, არ დაესწროთ ხალხმრავალ შეხვედრებს, მინიმუმადე შეამცირეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილება.

 

სწორედ აქაა განსხვავება უსიმპტომო ინფექციას, და რეანიმაციას შორის - ასაკის და იმუნიტეტის გარდა სწორედ „ვირუსული დატვირთვა“ წყვეტს როგორი იქნება ადამიანის დაავადების ფორმა. რაც უფრო მეტი ვირუსი შეაღწევს ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო მძიმე იქნება დაავადება.

 

არის განსხვავება - ერთია როდესაც თქვენ დიდი ხნის მანძილზე ხართ კონტაქტში ინფიცირებულთან, და მეორეა - შეეხოთ ხელი ადგილს, სადაც ვირუსი მოხვდა 3 საათის წინ.

 

შესაბამისად, უკიდურესი სცენარის განვითარების, და სამედიცინო სისტემის ჩამოშლის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო საშუალებაა - რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი გარე სამყაროსთან.

Haqqin.az





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up