მაიკროსოფტის პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებისპლატფორმა el.ge ინტეგრირდა

მაიკროსოფტის პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებისპლატფორმა el.ge ინტეგრირდა

access_time2020-05-22 15:05:39

საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა მაიკროსოფტთან. კორპორაციასთან პარტნიორობით, პირველად, ქართული ონლაინ პროდუქტი el.ge მაიკროსოფტის პროგრამა Teams-ში ინტეგრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ძებნის შედეგები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, პროგრამა Teams-ში el.ge-ის პლატფორმის დამატებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო 22 ათასზე მეტ საგანმანათლებლო-ელექტრონულ რესურსთან.



ერთიანი საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი el.ge 2018 წელს შეიქმნა, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებული და შექმნილი ელექტრონული საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. ვებ-გვერდზე ატვირთულია ელექტრონული წიგნები, თემატური ვიდეოები, ნოტები, სტატიები, ფოტო და აუდიო მასალები. გამოყოფილია სივრცე ბლოგის,ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტებისთვის, რაც ეხმარება სწავლების პროცესში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ საჭირო მასალებთან შეუფერხებელი წვდომა.





22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

ყირიმი კოლაფსის ზღვარზე - უკრაინამ რეგიონი უწყლოდ დატოვა

ყირიმი კოლაფსის ზღვარზე - უკრაინამ რეგიონი უწყლოდ დატოვა
access_time2020-09-22 19:00:21
ცენტრალური ყირიმის შემდეგ, წყლის გარეშე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილიც დარჩა, ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ყირიმის წყალმომარაგების სისტემის «Вода Крыма»-ს დირექტორმა ვლადიმირ ბაჟენოვმა განაცხადა. წყლის მიწოდების შეზღუდვები რეგიონის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. დაცარიელებული წყალსაცავების გამო სოფლებში წყალი ცისტერნებით ჩააქვთ, რისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლება დამატებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აპირებს. ბაჟენოვის თქმით, ყირიმის 40...

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს
access_time2020-09-22 16:00:20
„თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს“, - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალი პროდუქტი „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით წარადგინა. არის თუ არა „მთის წყალი“ საუკეთესო მტკნარი წყლის ბაზარზე და როგორ ხვდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები ახალი კონკურენტის გამოჩენას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „წყალი მარგებელი“ დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა...


მსგავსი სიახლეები

up