მაიკლ ქოუგილი:„ ამ რეგიონში საქართველო თავისი ”ღია ცის” პოლიტიკით  ერთგვარი ჰაბია,  რომელსაც შეუძლია სხვადასხვა რეგიონიდან მეტი მოგზაური  მოიზიდოს

მაიკლ ქოუგილი:„ ამ რეგიონში საქართველო თავისი ”ღია ცის” პოლიტიკით ერთგვარი ჰაბია, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა რეგიონიდან მეტი მოგზაური მოიზიდოს"

access_time2019-09-20 17:26:16

მაიკლ ქოუგილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება. „მოხარულები ვართ იმ შეხვედრების გამო, რომლებიც მინისტრმა თურნავამ გამართა გასულ კვირას United Airlines-სთან, და Delta Airlines-სთან საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ავიაკომპანიები ნახავენ მოგებას, გაიზრდება ბიზნეს მიმოსვლა და, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის გამარტივებული და გაღრმავებული ბიზნეს ურთიერთობები იქცეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების უფრო წარმატებით და დროულად დასრულების საწინდარი.


ამასთან, ბევრი სახელმწიფო მოხელეა, რომელსაც ხშირად უწევს ამერიკასა და რეგიონს შორის მოგზაურობა და საქართველო  ერთგვარი ჰაბია ამ რეგიონში თავისი ”ღია ცის” პოლიტიკით, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს მეტი მოგზაური სხვადასხვა რეგიონიდან, რადგან მათ შეეძლებათ აშშ-ში წასვლა პირდაპირი რეისით. 

ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია გვსურს და ასევე ხელს ვუწყობთ ამ საქმეს იმ პოლიტიკოსებთან საუბრისას, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში ვიზიტით და მათთან, ვისაც ვაშინგტონში ვხვდებით. ასე რომ, ჩვენ აღსავსენი ვართ ენთუზიაზმით და მინისტრმა თურნავამ იცის, რომ ჩვენ, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ინიციატივა რეალობად იქცეს.


კიდევ ერთი რამ, რაც უნდა დავინახოთ, არის ის, რომ ყოველწლიურად საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმოსვლა, დაახლოებით, 25%-ით იზრდება და არიან ინვესტორები, რომლებიც პირდაპირი რეისების არარსებობას საქართველოში ბიზნესის დაწყების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ, პირდაპირი რეისების დანიშვნა ინვესტორებს ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს.


ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესს, მეტ ინვესტიციებს შემოიტანს და დაეხმარება ტურიზმს, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში“-აცხადებს მაიკლ ქოუგილი. 


„კომერსანტი“ 




თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up