მაიკლ მაკფოლი - ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე

მაიკლ მაკფოლი - ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე

access_time2022-08-11 15:40:00

ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე, – ამის შესახებ რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრმა, მაიკლ მაკფოლმა რუსული შესწავლის ცენტრთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრს სურს რომ მეტი კონცენტრაცია მოხდეს რუსეთზე.


ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, თქვენ თქვით, რომ ჯგუფი განიხილავს სანქციების დაწესებას საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეზე, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მოქალაქეებზე, ვის უყურებთ სანქციების კუთხით, რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრმა აღნიშნა: „მსურს, ცხადად აღვნიშნო, რომ საქართველოში არასწორად ახსნილი არ იყოს. ჩვენი ჯგუფი არის დამოუკიდებელი, არაპარტიული ჯგუფი, რომელსაც ფორმალური ურთიერთობა არც ერთ მთავრობასთან არ აქვს. ჩვენ ვართ ყოფილი თანამდებობის პირები, უმრავლესობა პროფესორია, წევრები არიან უკრაინიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, რუსეთიდანაც კი. ვფიქრობ, ჩვენ არ გვყავს ქართველები ჩვენ ჯგუფში და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ვხვდებით არაფორმალურად, ვსაუბრობთ ყოველკვირეულად, გვაქვს ბევრი ქვეჯგუფი. რამდენიმე კვირის წინ, ქვეჯგუფმა, რომელსაც მე არ ვხელმძღვანელობდი, თქვა, რომ თუ გვსურს, ვიყოთ უფრო ეფექტურები სანქციებში, ჩვენ უნდა გავიდეთ რუსეთს გარეთ. ბელარუსის, გერმანიის, საქართველოს მოქალაქეებზე უნდა გავცეთ სანქციების რეკომენდაცია. მაგრამ, ჩვენ არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, არ დაგვიწერია ეს მოხსენება, რადგან ეს ძალიან საკამათოა. ჯგუფის ბევრ წევრს სურს, რომ ვკონცეტრირდეთ რუსებზე. ასე რომ დღეს ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია ინდივიდუალური სანქციებისთვის, რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ შესაძლოა, რეკომენდაცია სამომავლოდ გავცეთ, მაგრამ ეს აქამდე არ გაგვიკეთებია“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.



კითხვაზე, განიხილავენ თუ არა პოტენციურად ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, მაკფოლმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში ინდივიდუალურ სახელებზე საუბარი არ არის.


„ჩვენი სამუშაო ჯგუფი ახლა არ საუბრობს ინდივიდუალურ სახელებზე. არ მაქვს ახალი ამბავი, რომ გამოვაცხადო, მაგრამ ვიტყოდი, ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, ნებისმიერმა კომპანიამ ან ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ ეხმარება პუტინის ომს უკრაინაში, უნდა განიცადოს შედეგები. ეს არის ბარბაროსული და სასტიკი ომი. ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელები იღუპებიან. არის თეთრი და შავი მხარე. შუალედი არ არსებობს. ან ეხმარები უკრაინელებს, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, ან შენ ეხმარები პუტინს. თუ ირჩევ, რომ არაპირდაპირ მხარი დაუჭირო პუტინის რეჟიმს, დასავლურმა სამყარომ, დემოკრატიულმა მსოფლიომ, რომელსაც სჯერა სუვერენიტეტის, შესაბამისად უნდა უპასუხოს“, – განაცხადა მაკფოლმა.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up