მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა

მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა

access_time2019-09-22 20:00:16

3 წლის  წინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა და მისმა ოთხმა ნაცნობმა აღმოაჩინეს, რომ მათ აერთიანებს ერთი გატაცება - ტეკილა. დღეს მათ მიერ შექმნილი ტეკილა Cincoro სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ამ სასმელის მოყვარულებს შორის და ერთი ბოთლი ღირს 130-დან 1600 დოლარამდე.

 

საბედისწერო ვახშამი პიცერიაში

 

3 წლის წინ, ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ საღამოს ჯორდანმა დაპატიჟა მანჰეტენზე მდებარე პიცერია Pasquale Jones  ოთხი  კოლეგა დიდი კალათბურთის სამყაროდან - Los Angeles lakers-ის მფლობელი ჯინი ბასი, Milwakee bax-ის მფლობელი უეს ედენსი, Boston celtic-ის თანამფლობელი ვიკ გრუბეკი და მისი საცოლე ემილია ფაზალარი.

 

ისინი ჩამოვიდნენ ნიუ-იორკში NBA-ს კლუბების მეპატრონეების შეხვედრაზე.

 

თუმცა, იმ საღამოს Pasquale Jones-ში, სადაც ხშირად შედიან Jay-Z და ბიონსე, კალათბურთელს არ ელოდნენ - რესტორანის მენეჯმენტს შეეშალა თარიღი და მათ დაჯავშნეს მაგიდა მაიკლ ჯორდანისთვის შემდეგი კვირისთვის. თავისუფალი ადგილები იმ საღამოს პიცერიაში არ იყო და მათ მოუწიათ დალოდება ადმინისტრატორის სამუშაო ადგილთან. ისინი ისხდნენ და საუბრობდნენ.

 

საუბარი შეეხო ტეკილას - მაიკლ ჯორდანის საყვარელ სასმელს, რომელიც იტალიური პიცერიის მენიუში არ შედიოდა. 40 წუთის შემდეგ, როდესაც სტუმრების ბოლოს და ბოლოს დასვეს ერთ-ერთ გამოთავისუფლებულ მაგიდასთან, ისინი უკვე განიხილავდნენ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი კარგი ტეკილა, და რასთან უნდა იყოს უფრო ახლოს - ვისკისთან, თუ კონიაკთან

 

„იმ საღამოს ჩვენ მივხვდით, რომ შეგვიძლია შევქნათ ახალი ტეკილა, საუკეთესო არსებულებს შორის. ჩვენ ძალიან კარგად გავატარეთ დრო, და გავხდით ნამდვილი მეგობრები“ - იხსენებს ემილია ფაზალარი, რომელიც 29 წელი მუშაობდა ფინანსებში და ენერგეტიკაში. სწორედ ის გახდა მოგვიანებით ტეკილას ახალი მწარმოებლის - Cinco Spirits Group-ი ს დირექტორი.

 

Cinco  ესპანურად ნიშნავს „5" - ს —  სწორედ ამდენი დამფუძნებელი ჰყავს ამ კომპანიას, და კიდევ დაემთხვა, რომ ხუთი კაცი - საკალათბურთო გუნდია.

 

იყიდება ძალიან სწრაფად

 

Cinco Spirits Group აწარმოებს 4 ტიპის ტეკილას -  Blanco, Reposado, Аñejo და  Extra Añejo.

დღეს პროდუქცია იყიდება 12 შტატში, მომავალი წლის დასაწყისიდან გავრცელდება მთელს ქვეყანაში.

„ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც აუცილებლად გვექნება, არის მომარაგება. მე ვმუშაობ ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის დარგში, და ლოჯისტიკურ პრობლემებს თავიდან ვერ ავიცილებთ, რადგანაც ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან კარგ ტეკილას, ეს მართლაც ასეა“ - ამბობს უეს ედენსი.


„მასაჩუსეტსში ჩვენ გავყიდეთ 300 ყუთი 2 დღეში. 4 შტატში ჩვენი ტეკილა გაიყიდა ჯერ კიდევ ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე. ეს წააგავს ცნობილი ამერიკული ბურბონის Pappy Van Winkle-ს ამბავს, რომლის ყიდვაც თითქმის შეუძლებელია მცირე რაოდენობის გამო“  - ამატებს ვიკ გრუბეკი.

 

ზრდადი ბაზარი

 

ტეკილას წარმოების იდეა საკმაოდ დროული იყო  - შტატებში იყიდება გაცილებით მეტი ტეკილა, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში, სწორედ აშშ-ზე მოდის ამ სასმელის მსოფლიო მოხმარების 56%. კონსალტინგური კომპანია IWSR Drinks Market Analysis-ის მონაცემებით, 2018 წელს ამერიკელებმა დალიეს 18,3 მლნ. ყუთი ტეკილა.

განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება პრემიუმ-კლასის ტეკილას ამერიკული ბაზარი, სადაც 1 ბოთლის მინიმალური ფასია 45 დოლარი  - ყოველწლიური ზრდა შეადგენს 20%-ს, მათ შორის, ახალ ბრენდებში, რომლებიც შეიქმნა ბოლი 5 წლის მანძილზე ზრდა შეადგენს 46%-ს. ხოლო ძველ ბრენდები - 9%.

 

ასე რომ Cincoro აქვს შანსები დიდი წარმატებისთვის.

 

ტეკილა სარგებლობს დიდი მოთხოვნით არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ ინვესტორებს შორისაც, და პირველ რიგში ეს ეხება სასმელს, რომელსაც აწარმოებენ ცნობილი ადამიანები - მაგალითად, ჯორჯ კლუნი, რომელმაც  შექმნა ბრენდი Casamigos. ის იყიდა ალკოჰოლის უმსხვილესმა ბრიტანულმა მწარმოებელმა Diageo-მ რეკორდულ 1 მლრდ. დოლარად.

 

2018 წელს საინვესტიციო ფონდმა BDT Capital-მა 62,5 მლნ. დოლარად იყიდა მექსიკური ბრენდი Casa Dragones, რომელიც აწარმოებს პრემიუმ-კლასის ტეკილას - თითო ბოთლის მინიმალური ფასი შეადგენს 285 დოლარს.

 

დღეს Cincoro არის ტეკილას  ერთ-ერთი ყველა ძვირადღირებული ბრენდი მსოფლიოში - ერთი ბოთლი Cincoro Añjeo ღირს 160 დოლარი, ხოლო თავად მაიკლ ჯორდანის საყვარელი სორტი - Cincoro Extra Añjeo –  1600 - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ტეკილა ბაზარზე - მასზე მეტი ღირს მხოლოდ ერთი დასახელება -  Clase Azul Ultra – 1700 დოლარი 1 ბოთლში.

 

„ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ, რადგანაც ვაწარმოებთ ახალ ტეკილას“ - ამბობს ემილია ფაზალარი.

Cinco Spirits Group-ის თქმით, მექსიკაში მუშაობს 100-ზე მეტი ქარხანა, რომელიც აწარმოებს სასმელს 1800 ბრენდისთვის.

„მათ შორის ბევრი მუშაობს შეკვეთებზე უცხოეთიდან. ძალიან ადვილია დადო მსგავსი კონტრაქტი, აირჩიო ტეკილა და ლამაზი ბოთლი, შემდეგ კი მისცე ეს ყველაფერი მარკეტოლოგებს. ჩვენ არც კი გვიფიქრია ამაზე. ჩვენ ვქმნით ახალ ტეკილას, ახალ გემოს“ - თვლის ფაზალარი.

 

ახალი გემო

წარმოების დაწყებამდე მაიკლ ჯორდანმა, ფაზალარიმ და ედენმსმა, სადეგუსტაციო გუნდთან ერთად გასინჯეს ტეკილას 1000-ზე მეტი სორტი, თუმცა იდეალური ტეკილას შექმნა არ იყო ადვილი საქმე.

„ჩვენ უნდა დაგვეჭირა იდეალური ბალანსის რბილ გემოს და გემოს შორის, რომელიც რჩება სასმელის დალევის შემდეგ. ეს საკმაოდ რთულია, რადგანაც, თუ გემო იქნება ზედმეტად რბილი, ის მალე ქრება. ძალიან ძნელია შექმნა ტეკილა რბილი გემოთი, რომელსაც აქვს ხანგძლივი ეფექტი“ - ამბობს ფაზალარი.

ამ შედეგის მისაღწევად, ახალმა კომპანიამ დაიქირავა საუკეთესო სპეციალისტები ალკოჰოლის ინდუსტრიაში. დღეს Cinco-ში მუშაობს მაღალი კლასის 19 სპეციალისტი, მათ შორის არიან ალკოჰოლის მწარმოებლის Stoli Group -ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც დაიწყო დღეს მსოფლიოში კარგად ცნობილი არყის Grey Goose-ის წარმოება, და გაზარდა ტეკილა  Patrón-ის წარმოება წელიწადში 100 000-დან 2 მლნ. ყუთამდე.

მათ შორის, ვინც მიიღო Cinco-ს შემოთავაზება, ბევრი ამბობს, რომ დათანხმდა ზუსტად იმის შემდეგ, რაც გასინჯა მათი ტეკილა. 

როგორც ყველა პრემიალური ბრენდი, Cinco  აქცევს დიდ ყურადღებას ბოთლის დიზაინს, რომელზეც მუშაობდა თვითონ მაიკლ ჯორდანი თავის მეგობართან, Nike-ს ვიცე-პრეზიდენტთან მარკ სმიტთან ერთად.

თავიდან ჯორდანს წარმოედგინა რაღაცა „ბრტყელი, თანამედროვე, და უნიკალური“. სმიტმა მოახერხა ლეგენდარული კალათბურთელის იდეის რეალიზება  - 5 წლის მანძილზე ის მუშაობდა Cincoro-სთვის იდეალურ ბოთლზე.

 ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა  - ბოთლი წააგავს აგავას ფოთოლს - სწორედ აგავიდან იწარმოება ტეკილა. ბოთლის ყელი დახრილია 23%-ის - მინიშნება მაიკლ ჯორდანის სპორტულ კარიერაზე - სწორედ 23 იყო მისი ნომერი საკალათბურთო გუნდში, ხოლო ბროლის საცობი წარმოადგენს თავად ბოთლის გადაბრუნებულ ასლს.

კიდევ უფრო ეგზოტიკურად გამოიყურება Cincoro Extra Añejo-ს ბოთლი, რომელიც დამზადებულია შავი ბროლისგან, და გაფორმებულია ოქროს ორნამენტით.

 იმის მიუხედავად, რომ დღეს უკვე ბიზნესი მზადაა სარფიანი გაყიდვისთვის, პარტნიორები ამას არ გეგმავენ.

 „ჩვენ გვსურს კიდევ რამდენიმე პროდუქტის შექმნა. დიდი გეგმები გვაქვს, ვფიქრობთ სხვა, ტეკილას კიდევ უფრო განსაკუთრებულ სორტებზე, და ასევე უფრო ძლიერი სასმელების წარმოებაზე. ასე რომ გაყიდვაზე საუბარი არც მიდის“  - ამბობს ემილია ფაზალარი.

 

Forbes

 


 





საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც "კომერსანტს" უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. "კურიერის" ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up