აშშ-ში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით Fox Business-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 8 თებერვლიდან 14 თებერვლამდე პერიოდში მაიკლ ბლუმბერგმა სოციალურ ქსელში რეკლამაზე 9.1 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტების ჯამურად დახარჯულ თანხაზე ათჯერ მეტია.
შედარებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამ მიზნებისთვის გასულ კვირას 480 ათასი დოლარი დახარჯა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკლ ბლუმბერგი მზად არის, თავისი ქონების დიდი ნაწილი თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის გასტუმრებაზე დახარჯოს. ამ შინაარსის განცხადება ბლუმბერგმა Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.
imedinews.ge