მაიკლ ბლუმბერგი: სჯობს Bloomberg-ი მანამ გავყიდო, სანამ მოვკვდები

მაიკლ ბლუმბერგი: სჯობს Bloomberg-ი მანამ გავყიდო, სანამ მოვკვდები

access_time2018-12-06 21:15:29

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და მედიამაგნატმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ საკუთარ ბიზნესს – საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო ბლუმბერგს თავს დაანებებს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, თუკი არჩევნებში გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას, სააგენტოს ან ბრმად მიანდობს ვინმეს, ან გაყიდის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკუთარი ასაკის (76 წელი) გათვალისწინებით, ბიზნესის გაყიდვაზე უარს არ იტყოდა.

 

“ვფიქრობ, თუკი გაყიდვა მოხერხდება, უარს არ ვიტყოდი. რაღაც მომენტში ჩვენ ყველანი დავიხოცებით, ამიტომ უმჯობესია, თუ ამას მანამდე ვიზამ”, – აცხადებს ბლუმბერგი.

 

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თუკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იქნება.

 


“პირველ რიგში, მთელი ჩემი ცხოვრება დემოკრატი ვიყავი და ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ღირებულებები მქონდა”, – ამბობს მედიამაგნატი.

 

ამასთან, ბლუმბერგი აცხადებს, რომ არამხოლოდ იზიარებს დემოკრატიულ შეხედულებებს, არამედ აქვს რეალური ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბევრი რამ უკვე გააკეთა კიდეც.

 

მაიკლ ბლუმბერგმა მედიაკომპანია ბლუმბერგი 1981 წელს დააარსა და ახლა მას კომპანიის 88% ეკუთვნის. ფორბსი მის ქონებას, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, 46,2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, იგი გამოცემის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მას 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში ჩადებული.

 

წყარო: აიპრესი






საქართველოში მალე შეიძლება Game of Thrones-ის ვისკი შემოვიდეს

საქართველოში მალე შეიძლება Game of Thrones-ის ვისკი შემოვიდეს
access_time2019-04-18 14:25:16
საქართველოში მალე შეიძლება Game of Thrones-ის ვისკი შემოვიდეს.  HBO-მ უკვე მიმართა საქპატენტი • Sakpatenti-ს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის.  ეს ინფორმაცია საქპატენტის ოფიციალური გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ფინანსისტი: Fith-ის გადაწყვეტილება ჭარბვალიანობით აიხსნება

ფინანსისტი: Fith-ის გადაწყვეტილება ჭარბვალიანობით აიხსნება
access_time2019-04-18 14:30:42
პასუხისმგებლიან დაკრედიტებას კიდევ ერთი ქომაგი გამოუჩნდა. - ის რაც კარგია ქვეყნის ეკონომიკისათვის, კარგია ბანკებისთვის და არა პირიქით, - გოგიტა ცუცქირიძე 2007-2008 წლების მტაცებლური დაკრედიტების პერიოდს იხსენებს - 700 000 მსესხებლის ათასი ვალაუვალობის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგს. - ბანკისთვის რაც მომგებიანია ეკონომიკისთვის შეიძლება სულაც არ იყოს კარგი. ცუცქირიძე, თიბისის და საქართველოს ბანკისთვის რეიტინგის გაუარესებაზე...

„მეღვინეობა ჩელთმა“ საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა

„მეღვინეობა ჩელთმა“  საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა
access_time2019-04-18 13:30:18
ქართულმა ღვინომ საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა. ჯილდოს მფლობელი „მეღვინეობა ჩელთი“ გახდა. როგორც „კომერსანტს“ მარნის გენერალურმა მენეჯერმა ანდრია მირიანაშვილმა განუცხადა „პროვაინის“ გამოფენაზე მათ მიერ წარდგენილმა ხუთი სხვადასხვა სახეობის ღვინომ უმაღლეს ნომინაციაში გაიმარჯვა და ხუთი ოქროს მედალი...

თანაინვესტირების ფონდი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე

თანაინვესტირების ფონდი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე
access_time2019-04-18 11:58:15
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ. „გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში, კერძოდ გადაცემაში „კურიერი“ გასულ სიუჟეტს პანორამა თბილისისა და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. • რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების...

ვასილ სოფრომაძე ვიცე მერს დოკუმენტით პასუხობს - ფრესკოს დამფუძნებელი მერიისგან გაგზავნილ გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს

ვასილ სოფრომაძე ვიცე მერს დოკუმენტით პასუხობს - ფრესკოს დამფუძნებელი მერიისგან გაგზავნილ გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს
access_time2019-04-18 12:30:01
„ფრესკოს დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე მერიის იმ გადაწყვეტილებას აქვეყნებს, რომელიც მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას დოკუმენტურად ამყარებს. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „ვინაიდან მომიჯნავე ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, საპროექტო ტერიტორიის კონფიგურაციაში რეკომენდირებულია მოაზრებულ იქნას ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთიც და მოხდეს მისი ერთიანი გაერთიანება“....


მსგავსი სიახლეები

up