მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

access_time2019-11-08 22:45:58

მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება.

 

ნიუ იორკის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატები საკმარისად ძლიერები არ არიან იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხონ.

 

„ახლა ჩვენ გვსურს დავასრულოთ საქმე და დავრწმუნდეთ, რომ ტრამპი დამარცხდება. თუმცა მაიკი სულ უფრო მეტად ღელავს იმ ფაქტზე, რომ ამჟამინდელი კანდიდატები ამისთვის საჭირო პოზიციებზე არ იმყოფებიან“, – განაცხადა მაიკლ ბლუმბერგის პრესსპიკერმა.

 

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 77 წლის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი საპრეზიდენტო მარათონში ჩასართველად შესაბამისი საბუთების შევსებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

 

ამჟამად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამარცხებას 17 დემოკრატი კანდიდატი ცდილობს. მათ შორის არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. უკანასკნელმა გამოკითხვებმა კი აჩვენა, რომ დემოკრატიული პარტიიდან არცერთ კანდიდატს დონალდ ტრამპის დამარცხების დიდი შანსი არ აქვს.

 

მაიკლ ბლუმბერგი წარსულში უოლ სტრიტის ბანკირი იყო. მოგვიანებით, მან საკუთარი სახელობის ფინანსური გამომცემლობა შექმნა. მაიკლ ბლუმბერგი ცნობილია ქველმოქმედებითაც. ფილანტროპი ბიზნესმენი საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში მილიონობით დოლარს სწირავს.

 

მაიკლ ბლუმბერგი ნიუ იორკის მერი 2001 წელს გახდა. ამ პოსტის მისაღებად წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დემოკრატიული პარტიიდან რესპუბლიკურ პარტიაში გადაინაცვლა. ბლუმბერგს 2001 წლის შემდეგ ნიუ იორკის მერის თანამდებობა 2012 წლამდე, სამი ვადით ეკავა. დემოკრატიულ პარტიას კი მხოლოდ გასულ წელს შეუერთდა.

 

1tv.ge





აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up