მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა - ზალკალიანი

მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა - ზალკალიანი

access_time2020-12-21 23:30:00

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას - ასეთი იყო სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილი საქართველოსთვის, 17-18 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტისას“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ საყრდენად რეგიონში. ამასთან, ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას.


როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით დაფიქსირებული მიღწევები და გაძლიერდეს აშშ-ს ყოფნა და ჩართულობა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში.



საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე გაამახვილა. 20201 წლის ავტორიზაციის აქტი, მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს უსაფრთხოების მრავალდარგობრივი მხარდაჭერა, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის სტაბილურობას.


მინისტრობის კანდიდატმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა 2020 წელს არა მარტო შენარჩუნდა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა. მისი თქმით, აშშ კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ არაერთ განცხადებასთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელმაც 2020 წელს 132 025 000 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე 50 მილიონიან ზრდას წარმოადგენს. როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს დაფინანსება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებაა.


საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ვრცლად ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხზე. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე მუშაობის მნიშვნელობას, რომელიც ინტენსიურად გაგრძლედება. ზალკალიანის განცხადებით, აშშ-თან როგორც სტრატეგოულ პარტნიორთან, აუცილებელია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების იმავე დონეზე აყვანა, რა დონეზეც უკვე გვაქვს პოლიტიკურსა და უსაფრთხოების სფეროებში კავშირები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up