აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ტელეკომპანია Fox News-ს შეუერთდა. შესაბამის განცხადებას ტელეკომპანია ავრცელებს.
„მაიკ პომპეო, რომელიც დიპლომატი, სახელმწიფო მოხელე და იურისტია, Fox News Media-ს პლატფორმებზე ანალიტიკით იქნება დაკავებული, მათ შორის Fox News-სა და Fox Business-ის გადაცემებში“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მზად არის, ტელემაყურებლებს სამართლიანი და აწონილი მოსაზრება შესთავაზოს გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე.
imedinews.ge