მაიკ პომპეო - ღრმა შეშფოთებას იწვევს ის, რომ ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს პეკინთან უჩვეულოდ ახლო კავშირები პანდემიამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა

მაიკ პომპეო - ღრმა შეშფოთებას იწვევს ის, რომ ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს პეკინთან უჩვეულოდ ახლო კავშირები პანდემიამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა

access_time2020-05-21 09:20:17

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანო გებრეიესუსს პეკინთან უჩვეულოდ ახლო კავშირები პანდემიის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა.

პომპეომ ჩინეთი კორონავირუსის მიმართ არასათანადო ქმედებებში კვლავ დაადანაშაულა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღია და გამჭირვალეა, თუმცა ამ განცხადებების ფონზე, პეკინი გამომძიებლებს გარკვეულ დაწესებულებები არ უშვებს, ვირუსის ცოცხალი ნიმუშების გაცემაზე უარს ამბობს და ქვეყნის ფარგლებში პანდემიის საკითხის განხილვაზე ცენზურა აქვს დაწესებული.

„ჩინეთის კომუნისტური პარტიის პასუხი უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების მიმართ კომუნისტურ ჩინეთის რეალური სახის დანახვაში დაგვეხმარა. პარტიამ ვირუსის ნიმუშების განადგურება არჩია იმის ნაცვლად, რომ ჩვენთვის ინფორმაცია მოეწოდებინა,“- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, თუკი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ნამდვილი ღიაობისა და გამჭირვალობის დემონსტრირება სურს, ჩინეთის პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციები უნდა გამართოს და რეპორტიორებს კითხვების დასმის საშუალება მისცეს.

პომპეოს მტკიცებით, ჩინეთის წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში წვრილმანია იმ ხარჯთან შედარებით, რაც მათ თავიანთი უმოქმედობით მსოფლიოს დააკისრეს.


“ეს უბედურება ამერიკას 90 000-მდე ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა. მარტიდან 36 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური. მსოფლიოში მას 300 000-ზე მეტი ადამიანის სიცოხლე შეეწირა, ფინანსურმა ზარალმა კი, ჩვენი შეფასებით, შესაძლოა 9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს, დაღუპულია 329 731 ადამიანი. შემთხვევებისა და დაღუპულების რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც ვირუსით დაინფიცირების 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 92 000-ს აჭარბებს.

 

IPN





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up