მაიკ პომპეო - გიორგი გახარიასთან თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ

მაიკ პომპეო - გიორგი გახარიასთან თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ

access_time2020-11-18 19:00:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე,“- წერს მაიკ პომპეო.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რომლის დროსაც საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ. რუსეთის ოკუპაციის პირობებში კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ,“- წერს მაიკ პომპეო.

მისი თქმით, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაც.

„სასიამოვნო იყო დღეს თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რუსული ოკუპაციის პირობებში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ურყევია“, - წერს სახელმწიფო მდივანი.

მაიკ პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ დიდი სიამოვნებით შეხვდა საქართველოს პატრიარქს.


„დიდი სიამოვნებით შეხვდი მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს. აღუწერელია საქართველოს, როგორც საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსის წევრის, როლი რელიგიური თავისუფლების პოპულარიზაციასა და დაცვაში,“- აცხადებს მაიკ პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია.

„საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი საუბარი მქონდა სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე. საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია,“- წერს მაიკ პომპეო.

სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატების კერძო ინვესტიცია დამოკიდებულია სტაბილურ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება,“- წერს პომპეო.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up