აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩინეთს გულახდილობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პეკინმა სიმართლე უნდა თქვას პანდემიასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ მოხდა ვირუსის გავრცელება უხანში.
„იმდენი რამეა გაუგებარი. შეერთებული შტატების მთავრობა დაუღალავად მუშაობს, რომ გაარკვიოს რა მოხდა“,-აღნიშნა პომპეომ Fox News-თან საუბრის დროს.
„ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ ჩინეთის მთავრობა გახსნილი იყოს და დაგვეხმაროს ახსნაში, როგორ გავრცელდა ეს ვირუსი...ჩინეთის მთავრობა გულახდილი უნდა იყოს“,-დასძინა პომპეომ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Fox News-მა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გამოვიდა და რომ პაციენტი 0 სწორედ იქ მომუშავე პირია.
ipn.ge